როგორ შევიყვანოთ ფორმულები Microsoft Word 2007-ში - rogor.ge

როგორ შევიყვანოთ ფორმულები Microsoft Word 2007-ში

 

შეყვანის მექანიზმი სიმბოლოები შეიძლება შეყვანილ იქნას, როგორც კლავიატურის, ისე მაუსის დახმარებით, მათი არჩევით Symbols ჯგუფის გალერეიდან. როგორ შევიყვანოთ სიმბოლოები Microsoft Word 2007-ში.

 

ავტომატური ფორმატირება სიმბოლოები შეყვანისას ავტომატურად ფორმატდება. ისინი ფორმდება შრიფტული გარნიტურით Cambria Math. იქ, სადაც ეს აუცილებელია, ავტომატურად დგინდება დახრილი მოხაზულობა.

 

ალტერნატიული ფორმატირება თუ ლოგიკური გაფორმების წესები განსაკუთრებულ ფორმატირებას მოითხოვს და არა იმას, რაც ავტომატურად ხდება, ფორმულის შესაბამისი ნაწილი უნდა გაფორმდეს, როგორც ჩვეულებრივი ტექსტი. ეს ხდება ღილაკით Normal Text ჯგუფში Tools. არსებითად, ასე იქცევიან ქიმიური ფორმულებისა და ლოგიკური ფრაზების გაფორმებისას ავტომატური ფორმატირება არ ვრცელდება ელემენტებზე, რომლებიც ჩვეულებრივი შრიფტებით არის ჩაწერილი. ასეთი ელემენტები განიხილება როგორც კომენტარები, და ფორმდება როგორც ჩვეულებრივი ტექსტი. ფორმულის ელემენტის ჩვეულებრივ ტექსტად გარდაქმნის შემდეგ, მასთან შეიძლება იქნას გამოყენებული სიმბოლური ფორმატირების სტანდარტული საშუალებები. ჩვეულებრივი ტექსტის მათემატიკურად გარდაქმნის უკუოპერაცია მოსახერხებელია შესრულდეს ბრძანებით Convert To Math Text, რომელიც მოთავსებულია ფორმულის კონტექსტურ მენიუში.

 

ინტერვალები ინტერვალები ფორმულის სიმბოლოებსა და ელემენტებს შორის განლაგდება და ნაწილდება ავტომატურად. ნიშნების შეყვანისას გამოტოვების კლავიშზე დაჭერა არ არის საჭირო.

 

კლავიში “პრობელი” რაკი არ არის ''პრობელის'' განთავსების აუცილებლობა ფორმულის შეყვანისას, კლავიში ''პრობელი'' განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ამ კლავიშზე დაჭერა ამთავრებს ფორმულების შეყვანას.

 

კურსორის მართვის კლავიშები როგორც კლავიში ''პრობელი'', კლავიში ისარი მარჯვნივ დამასრულებელ როლს თამაშობს. მაგალითად, შემდეგი ელემენტის შეყვანაზე, რომ გადავიდეთ სტრიქონქვეშა ან სტრიქონზედა ინდექსების შეყვანის დასრულებისას, ამ კლავიშს დააჭირეთ.

 

დამატებითი ნიშნები ის ნიშნები, რომლებიც წარმოდგენილია ჩანართზე Equation Tools/Design ჯგუფში Symbol, ყოველთვის არ არის საკმარისი ფორმულების შესაქმნელად. ამ შემთხვევაში გახსენით დიალოგური ფანჯარა Symbol (Insert/Symbols/Symbol) და ხელით აირჩიეთ საჭირო სიმბოლო. ჩვეულებრივ, სიმბოლოები, რომლებიც სამეცნიერო ფორმულებისა და ლოგიკური ფრაზების შეყვანისას გამოიყენება, მდებარეობს კატეგორიებში Arrows, Mathematical Operators, Miscellaneous Technical და სხვა.

 

ფორმულების რედაქტირება კურსორის გადაადგილება ფორმულის შიგნით ხორციელდება კურსორის მართვის კლავიშების დახმარებით. სიმბოლოების შესწორებისას რეკომენდებულია გამოიყენოთ შენაცვლების რეჟიმი: ჯერ მონიშნეთ შესაცვლელი სიმბოლო ან შაბლონი, მერე კი შეცვალეთ საჭირო ნიშნით ან შაბლონით. ნიშნების ჯგუფის შეყვანას ამთავრებენ კლავიშით ისარი მარჯვნივ.