როგორ განვასხვავოთ ნადმვილი ვისკი ყალბისგან - rogor.ge

როგორ განვასხვავოთ ნადმვილი ვისკი ყალბისგან

 

ყურადღებით დაათვალიერეთ ბოთლი მასზე აუცილებლად უნდა იყოს [u]აქციზური მარკა[/u]. ყურადღებით შეისწავლეთ [u]ეტიკეტი[/u]. თუ [u]იგი ბოთლზე მიწებებულია დახრილად[/u] და [u]მოჩანს წებოს კვალი[/u] - მისმა ნამდვილობამ მაშინვე ეჭვი უნდა გამოიწვიოს თქვენში. წარწერა "შოტლანდიური ტიპის ვისკი" მოწმობს იმაზე, რომ თქვენ წინაშეა იმიტაცია. მარკირება Blended ნიშნავს, რომ თქვენს წინაშეა რამდენიმე ტიპის ვისკის ნაზავი, მაგრამ წარწერა "ჩამოსხმულია და დაძველებულია შოტლნდიაში" არაა სასმელის ნატურალურობის გარანტია. ვისკი თავისუფლად შეიძლება დამზადდეს ნახევარფაბრიკატებისგან და გაზავებული იყოს წყლით, შოტლანდიის გარეთაც. ეტიკეტები წარწერით Deluxe და Premium გვამცნობენ, რომ თქვენ წინაშეა ვისკის ელიტარული სახეობები. ნამდვილი სასმელის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს: მეთანოი, ეთანოლი, მსგავსი სპირტული მინარევები, არომატიზატორი და საკვები დანამატები. ვისკისათვის აუცილებელი კომპონენტებია: ქერი, ალაო, სიმინდი.

 

ყურადღებით დააკვირდით სასმელის ფერს ნატურალური ვისკის ფერი ღია და მუქ ოქროსფერი არის. ხშირად სუროგატული იმიტაციები მოყავისფრო შეფერილობის, ამღვრეული და ნალექის მქონეა.

 

ბოთლის გახსნისას შეიგრძენით ვისკის არომატი ის უნდა იყოს მსუბუქი ალაოს, მუხის ან მოტკბო არომატის, ვანილის, ხილის ან ყვავილების ნოტებით. სუროგატი სასმელი, როგორც წესი, გამოირჩევა სპირტის სუნით.

 

ამოატრიალეთ ბოთლი ყალბი სასმელი ჩამოისხმება კედლებიდან, ხოლო ვისკის ხარისხიანობის შემთხვევაში ბოთლის ფსკერიდან უნდა ჩამოვარდეს დიდი წვეთი.

 

გასინჯეთ ვისკის გემო ნამდვილი სასმელი არის მსუბუქი, ის ფლობს ბალანსირებულ გემოს და დიდხანს ტოვებს საკუთარ გემოს. კარგი ვისკი მზადდება ალაოსა და საუკეთესო ინგრედიენტებისგან. ის აუცილებლად გადის ფილტრაციის რამდენიმე საფეხურს, რაც აღიბეჭდება მის გემოზე და რაგიცელით ნაკლებად მივყავართ პახმელიის სინდრომისკენ.