როგორ მოვაშოროთ ფონი სურათიდან (Adobe Photoshop)

ინსტრუქციაში ახსნილია, როგორ მოვაშოროთ ფონი სურათიდან Adobe Photoshop
საფეხურები
- 1 პირველ რიგში გახსენით ის ფოტო, რომელსაც გსურთ, რომ მოაშოროთ ფონი.
- 2 შეასრულეთ ბრძანება Filter > Extract (Alt+Ctrl+X): ფრთხილად მონიშნეთ იმ ობიექტის გარშემო, რომელიც გსურთ, რომ დატოვოთ (საუკეთესო რეზულტატის მისაღებად გაადიდეთ გამოსახულება და შეცვალეთ ფუნჯის ზომა, როცა სამუშაო გექნებათ პატარა
არეებთან). მონიშვნის დამთავრებისთანავე, აირჩიეთ ხელსაწყო Fill Tool (G) და დააწკაპუნეთ მონიშნული არეს შიგნით. დააჭირეთ OK-ს.
- 3 უმეტეს შემთხვევაში თქვენ შეიძლება არ მიიღოთ ისეთი შედეგი, რომელსაც მოელოდით და დაგრჩეთ პატარა წაუშლელი ელემენტები.
- 4 ამის გამოსასწორებლად აირჩიეთ ხელსაწყო Eraser Tool (E) და წაშალეთ ფონის დარჩენილი ელემენტები.