როგორ მოვიქცეთ თუ შეგვაწუხა სლოკინმა - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ თუ შეგვაწუხა სლოკინმა

 

რამოდენიმე წამით შეაჩერეთ სუნთქვა და დალიეთ რამდენიმე ყლუპი ცივი წყალი. ეს მეთოდი ხშირად აჩერებს სლოკინს.

 

ნახევარი ჩ/კ მდოგვი აურიეთ 1 ს/კ ძმარში. მიღებული ფაფა წაისვით ენის 1/3 - ზე, ამ დროს ცხადია არცთუ სასიამოვნო შეგრნება დაგეუფლებათ, მაგრამ შედეგს უმალვე მიიღებთ. მას შემდეგ რაც სლოკინი გაგივლით პირი თბილი წყლით გამოირეცხეთ.

 

თეთრი ღანძილის სპირტიანი ნაყენის 2 წვეთი გახსენით 1 ჩ/კ წყალში და დალიეთ. სლოკინი შეწყდება.

 

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაწუხებთ ხშირი და შეუჩერებელი სლოკინი გამოგადგებათ შემდეგი ინსტრუქციები. ერთი ჭიქა წყალი ავადუღოთ და დაუმატოთ 1 ს/კ გარეული პიტნის წვენი. ისევ წამოვადუღოთ, გავაცივოთ და დავუმატოთ 1 ს/კ ნატურალური თაფლი. მივიღოთ დღეში 3 - ჯერ 2ს/კ.

 

სლოკინს ადვილად შეაჩერებთ, თუ წყალს ჭიქიდან საწინააღმდეგო მხრიდან მოსვამთ. ნიკაპი ჩიქში ღრმად ჩადეთ, ოდნავ მოიხარეთ და კისერი რაც შეიძლება წინ წასწიეთ.