კომპიუტერი და ინტერნეტი

პროგრამები და ჩანართები

როგორ გავაკეთოთ გამჭირვალე ჩარჩო მარტივად (Adobe Photoshop)

როგორ გავაკეთოთ გამჭირვალე ჩარჩო მარტივად (Adobe Photoshop)

ავტორი: საბა მდივნიშვილი

გამჭირვალე ჩარჩოს გაკეთება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, მაგრამ მომხიბვლელი ეფექტია პროგრამა პოტოშოპში. ეს ინსტრუქცია განკუთვნილია მათთვის ვისაც ახალი დაწყებული აქვს ამ პროგრამის ათვისება, ამიტომაც ყველაფერი ახსნილია დაწვრილებით და იმედია, ყველასათვის გასაგებად.

 

საფეხურები

  1. 1
    გახსენით სასურველი სურათი და შექმენით მისი ასლი (Ctrl + J). ასლის გაკეთება გამოიყენება ბევრი ოპერაციის დროს და მასთან შეხება თქვენ ალბათ, ძალიან ხშირად მოგიწევთ. აირჩიეთ ხელსაწყო Rectangular Marquee და მონიშნეთ ის ადგილი, რომელის ჩარჩოში ჩასმასაც აპირებთ.
  2. 2
    შემდეგ უკვე საჭიროა გამოყოფის ინვერტირება. გახსენით Tool -> Select -> Inverse (ან დააჭირეთ Shift+Ctrl+I). თქვენ დაინახავთ, რომ გამოყოფილი ადგილი გახხდება ჩარჩო. ძალიან მოსახერხებელი ფუნქციაა.
  3. 3
    აირჩიეთ ხელსაწყო Paint Bucket და "ჩაასხით" შავი ფერი გამოყოფილ ადგილში.
  4. 4
    გახსენით Tool -> Layer -> Layer Style -> Blending Options. გახსნილ ფანჯარაში შავი ფერის გამჭირვალობა დააყენეთ 50%-ზე.
  5. 5
    დააყენეთ პარამეტრი stroke და დააჭირეთ ღილაკს OK. stroke-ის მისი ზომა დამოკიდებულია სურათის მოცულობაზე. ჩვენს შემთხვევაში იგი 2рх-ია.
  6. 6
    საბოლოო ჯამში თქვენი შერჩეული სურათი ასეთ სახეს მიიღებს. საკმაოდ მარტივს, მაგრამ გემოვნებით. შეგიძლიათ მიმართოთ იმპროვიზაციას და შავი ფერის მაგივრად გამოყოფილი ადგილს მისცეთ ნებისმიერი სხვა შეფერილობა. საინტერესო ეფექტს აძლევს სურათს ამ პროცედურის გამეორება, რადგან ერთდროულად "რამდენიმე ჩარჩოს" არსებობა საკმაოდ ორიგინალური მეთოდია სურათის გასალამაზებლად.
  7. 7 როგორ გავაკეთოთ ჩარჩო ფოტოსთვის (Adobe Photoshop)