როგორ მოვირჩინოთ გულძმარვა - rogor.ge

როგორ მოვირჩინოთ გულძმარვა

მკურნალობა თუ გულძმარვამ შემოგიტიათ და ხელთ წამალი არ გაქვთ, კუჭი საჭმლით დაიცავით. ყველაზე კარგად ეხმარება ფაფა, ხაჭო, რძე და სხვა. მთავარია საკვები არ იყოს მჟავე, ცხარე. რაციონიდან ამოიღეთ გულძმარვის გამომწვევი პროდუქტები, ჭამეთ ცოტა და ხშირად, კარგად დაღეჭეთ. სავსე კუჭით დაწოლა გულძმარვის წინაპირობაა. მსუბუქად ივახშმეთ დაწოლამდე 3 საათით ადრე. გულძმარვისა და კუჭის წვის გასაყუჩებლად კარგ ეფექტს იძლევა სხვადასხა კისელები, ახალგამოწურული კარტოფილის წვენი, გახეხილი სტაფილო. საკვები მცირე ულუფებად მიირთვით, მოერიდეთ მწარე, მჟავე, ცხარე და ცხიმიანი საკვების მიღებას. ერიდეთ სტრესს. სტრესი ზრდის რეფლექსს კუჭის წვენის სეკრეციის მატების გამო. თუ გულძმარვას თქვენში იწვევს წამლები, რომლებსაც იღებთ, ამის შესახებ აცნობეთ ექიმს.

ხალხური მეთოდი 1. დილით უზმოზე 150-200 გ კარტოფილის წვენი, შემდეგ ჭამამდე 20 წუთით ადრე. დალიეთ ჭიქის ერთი მეოთხედი დღეში 3-ჯერ. 2. ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში მოათავსეთ ორი სუფრის კოვზი სელი და გააჩერეთ 3 საათი, შემდეგ გაწურეთ და მიღებული ნაყენი დალიეთ. სწრაფად მოჰყავს ნორმაში და საყლაპავ მილში წვას აქრობს.