
საცივი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია საქართველოში. მის გარეშე ახალი წლის წარმოდგენა ბევრისთვის შეუძლებელია. ამ ინსტრუქციაში თქვენ შეიტყობთ, თუ როგორ მოამზადოთ საცივის ერთ-ერთი ვერსია ბადრიჯნით.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ბადრიჯანი - 1 კგ
- ზეთი - 50 გრამი
- ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
- ხმელი სუნელი - 2 ჩაის კოვზი
- ძმარი - 0,5 ჩაის ჭიქა
- ყვითელი ყვავილი - 1 ჩაის კოვზი
- მიხაკ-დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი
- მარილი
- წიწაკა
საფეხურები
- 1 გრძლად დაჭერით პატარა ზომის ბადრიჯნები, მოხარშეთ და გაწურეთ.
- 2 წვრილად დაჭერით ხახვი და მოხრაკეთ ზეთში.
- 3 ხახვი, რომ შეწითლდება, დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და წამოადუღეთ.
- 4 დაამატეთ დანაყილი ნიგოზი ხმელ სუნელთან, მარილთან, ნიორთან და წიწაკასთან ერთად.
- 5 ასევე დაამატეთ მიხაკ-დარიჩინი, ღვინის ძმარი და ანადუღარი წყალი (გაციებული).
- 6 წვენში ჩააწყეთ ბადრიჯნები