
ბოზბაში ქართული ცხელი კერძია. მზადდება ცხვრის ან ბატკნის ხორცისგან. ამ ინსტრუქციაში ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ბოზბაში ცხვრის ან ბატკნის ხორცისგან.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ცხვრის ან ბატკნის ხორცი - 1 კგ
- დუმა - 100 გრამი
- ხახვი - 4-5 თავი
- დანაყილი ბრინჯი - 2 სუფრის კოვზი
- ქინძი - 10 ძირი
- ოხრახუში - 5 ძირი
- პილპილი
- მარილი
საფეხურები
- 1 ცხვრის ან ბატკნის ხორცი დაჭერით ნაჭრებად, გარეცხეთ და ჩაყარეთ ქვაბში.
- 2 დაასხით წყალი ისე, რომ ხორცს კარგად მოადგეს და დადგით მოსახარშად.
- 3 დუღილის დროს მოხადეთ ქაფი და ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი, დაკეპილი დუმა და დანაყილი ბრინჯი.
- 4 ადუღეთ სანამ ხორცი კარგად არ მოიხარშება.
- 5 გაზქურის გათიშვამდე დაამატეთ დანაყილი პილპილი, დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და მარილი გემოვნებით.