როგორ მოვიშოროთ გამსკდარი კაპილარები - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ გამსკდარი კაპილარები

 

ვიზიტი ფლებოლოგთან გამსკდარ კაპილარებთან ბრძოლის დაწყებისას პირველი ნაბიჯია ფლებოლოგთან ვიზიტი, ვინაიდან აუცილებელია მათი წარმოქმნის მიზეზის დადგენა, იმისათვის, რომ მათი მოშორების შემდეგ არ მოხდეს მათი ხელახალი წარმოქმნა.

 

სკლეროთერაპია გაბერილი კაპილარების მოშორება შეიძლება მიკროსკლეროთერაპიის საშუალებით. პროცედურის განმავლობაში კაპილარებში შეჰყავთ სპეციალური პრეპარატი - სკლეროზანტი. რის შემდეგაც ვენას უჭერენ სალფეტს და ადებენ კომპრესულ სახვევს ან კალგოტს, იმ შემთხვევაში, თუ ეს თერაპია ჩატარდა ფეხზე. ეს პროცედურა ხელმისაწვდომია წლის ნებისმიერ დროს და უკვე საკმაოდ გამოცდილია.

 

ოზონოთერაპია მსგავსი სახით ტარდება ოზონოთერაპია, მაგრამ მედიკამენტის მაგივრად ვენაში შეჰყავთ ოზონი. მჟანგავი მომენტალურად შლის სისხლძარღვოვან ვარსკვლავებს.

 

ლაზეროთერაპია სხეულის ნებისმიერ ნაწილზე კაპილარების მოშორების კიდევ ერთი საშუალებაა ლაზერული თერაპია. თუ სიტუაცია არ არის ძალიან გართულებული, მაშინ საკრამისი იქნება რამდენიმე პროცედურა. მეთოდი უსაფრთხოა და არ საჭიროებს ანესთეზიას, ლაზერის სინათლოვანი ენერგია ზემოქმედებს კაპილარებზე, რის შედეგადაც მათი კედლები წეპდება და ისინი წყვეტენ არსებობას. პროცედურის განმავლობაში წარმოქმნილი მცირედი შეწითლებები ქრება ნახევარი საათის განმავლობაში. ლაზერს ყველაზე ხშირად იყენებენ იმ ადგილებზე, სადაც არ გამოიყენება სკლეროთერაპია - სახეზე, კისერზე, ზურგზე. თუმცა ეს მეთოდი აკრძალულია ანტიბიოტიკებისა და რეტინოიდების მიღებისას. გარდა ამისა, ლაზერით მკურნალობის დაწყების წინ არ შეიძლება რუჯის მიღება 2 კვირის განმავლობაში.

 

თერმოკოაგულაცია ლაზერის ალტერნატივად ითვლება თერმოკოაგულაცია. სისხლძარღვოვანი ბადის მოშორება ხდება მაღალი სიხშირის ძაბვის საშუალებით, რომელიც 4 მეგაჰერცამდე აღწევს. ამ პროცედურის დროს სისხლი კაპილარიდან მიემართება უკან, სისხლძარღვის ბოლოდან ვენისაკენ. ამასთანავე, სისხლძარღვის გარშემო მყოფი ქსოვილები არ ზიანდება. მკურნალობის დროს წარმოიქმნება მცირე ქერქი, მაგრამ არ ღის ნერვიულობა, ის მალევე თავისით გაქრება.