როგორ გადავეჩვიოთ კომპიუტერთან დიდხანს ყოფნას - rogor.ge

როგორ გადავეჩვიოთ კომპიუტერთან დიდხანს ყოფნას

 

რათქმაუნდა არ არის საჭირო თავიდანვე რადიკალური ზომების მიღება, ვგულსხმობ კომპიუტერის პირდაპირ აივნიდან გადაგდებას, (თუმცა ამის მომხრე შეიძლება იყვნენ იმედგაცრუებული ნათესავები, მეგობრები და ახლობლები.) შეეცადეთ გადაწყვიტოთ ეს პრობლემა ბევრად უფრო ცივილურად და მშვიდად.

 

თუ არის საშუალება, შეეცადეთ თუნდაც მცირე დროით წახვიდეთ იქ სადაც არ იქნება ინტერნეტი. მაგალითად სოფელში ან აგარაკზე ქალაქთან ახლოს. რათქმაუნდა არავითარ შემთხვევაში არ წაიღოთ ლეპტოპი. თქვენი მიზანია დარწმუნდეთ, რომ შეგიძლიათ თავისუფლად გაძლოთ და იარსებოთ კომპიუტერისა და ვირტუალური სამყაროს გარეშე. თავიდან ღამე შეიძლება გაკლდეთ თქვენი "ერთგული მეგობარი", მაგრამ მალევე შეეჩვევით მის გარეშე ყოფნას. აუცილებლად იფიქრეთ იმაზე, ხომ არ ხარჯავთ დიდ დროს კომპიუტერთან.

 

იპოვეთ თქვენთვის საინტერესო საქმიანობა, ჰობი, რომელიც წაგართმევთ ბევრ დროსა და ენერგიას, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერსაც. გაიხსენეთ, თქვენ ხომ რამით იქნებოდით გატაცებული ბავშვობაში როცა არ გქონდათ პერსონალური კომპიუტერი. შეეცადეთ კვლავ აღიდგინოთ ეს გატაცება: დაკავდით ფიზიკური ვარჯიშებით, ეს ხომ უფრო კარგია ჯანმრთელობისათვის ვიდრე მრავალ საათიანი კომპიუტერთან ჯდომა. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. იარეთ სტუმრად ახლობლებთან და მეგობრებთან, დაესწარით სპექტაკლებს, ფილმების ჩვენებებსა და კონცერტებს.

 

შეეცადეთ დაუთმოთ მეტი დრო და ენერგია თქვენს ძირითად სამსახურს, რომელიც არ უნდა ზარალდებოდეს თქვენი გატაცების გამო. სწორად გაანაწილეთ დრო. მიღეთ დამატებითი საქმე, შეეცადეთ სამსახურის გარდა მიიღოთ დამატებითი შემოსავლები. აქედან გექნებათ ორმაგი დადებითი შედეგი. ოჯახს შემატებთ დამატებით ფინანსურ შემოსავალს, ასევე არ გაატარებთ კომპიუტერთან თავისუფალ დროს.

 

მაქსიმალურად შეამცირეთ კომპიუტერთან ყოფნის დრო. არაუშავს თუ საღამოობით შეიხედავთ სოციალურ ქსელებში, ფორუმებში და თქვენს საყვარელ სატებზე, გაეცნობით ახალ ამბებს, შეამოწმებთ ელექტრონულ ფოსტას - მთავარია უარი თქვათ თამაშებზე. ადამიანები მარტივად ხდებიან დამოკიდებულები კომპიუტერზე თამაშების გამო.