როგორ მოვირჩინოთ ხველა (ხალხური რეცეპტების კრებული) - rogor.ge

როგორ მოვირჩინოთ ხველა (ხალხური რეცეპტების კრებული)

 

ნუშის გული დანაყეთ წმინდად. გაცერით და აურიეთ თოხლო კვერცხი. მოურიეთ კარგად და მიიღეთ. ეს პროცედურა შველის ხველას.

 

გახეხეთ შავი ბოლოკი და გამოწურეთ წვენი, შეაზავეთ თანაბარი რაოდენობის თაფლთან და კარგად აურიეთ. დალიეთ 2-2 ს/კ ჭამის წინ და ძილის წინ.

 

რეცეპტი ბავშვებისათვის: პატარა ნაჭრებად დაჭრილი ბოლოკი თაფლთან და შაქრის ფხვნილთან ერთად მოშუშეთ ჰაერღუმელში ან ღუმელში. წვენი გადმოასხით და ბავშვებს დაალევინეთ 2-2 ჩ/კ ჭამისა და ძილის წინ.

 

დაფხვნილ შაქარზე დაასხით ღვინის ძმარი, შემდეგ წუწნეთ ნელ-ნელა.

 

ხველის დროს კარგია თაფლის, რძისა და მაწვნის მიღება.

 

თაფლის და ლიმონის წვენი ერთად გადაადუღეთ და ეს წვენი დღეში რამდენჯერმე თითო ჩ/კ მიიღეთ.

 

ცაცხვის ჩაი, ლიმონის წვენი და შაქარი ან თაფლი ერთად შეზავებული, დღეში 3-4 ჭიქა შველის ხველას.

 

ერთი ჭიქა ქერის მარცვალი ხარშეთ 0,5 სთ. გაურიეთ შაქარყინული ან თაფლი და ეს წვენი მიიღეთ დღეში სამჯერ თითო ჩაის კოვზი.

 

ინგალაცია - ფიჭვის გირჩების ნაყენის. ასევე შეიძლება დალევაც.