როგორ გავაკეთოთ Counter Strike: Source სერვერი - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ Counter Strike: Source სერვერი

 

გადმოწერეთ HLDS (Half-Life Dedicated Server)

 

როგორც კი ფაილს გადმოწერთ Desktop-ზე, დაიწყეთ ინსტალაცია.

 

როდესაც მიაღწევთ ინსტალაციის იმ ნაწილს სადაც საჭიროა მიუთითოთ, თუ რომელ დირექტორიაში გსურთ დაინსტალირება, მივუთითებთ C:\HLServer

 

ინსტალაციის დასრულების შემდეგ გადავდივართ შემდეგ საფეხურზე.

 

შევდივართ ''Start''-ში,შემდეგ ''Run''-ში და ვწერთ cmd-ს, თუ ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც არის მითითებული, მაშინ Command იმუშავებს და ვწერთ cd C:\HLServer.

 

როდესაც წინა საფეხურში ახსნილი მოქმედება დასრულდება, ვიწერთ cstrike update.bat ფაილს და ვაგდებთ C:\HLServer-ში.

 

გაუშვით (მაუსის ორჯერ დაკლიკვით) გადმოწერილი cstrike update.bat ფაილი. შეგიძლიათ ამის შემდგომ ცოტახნით სხვა საქმით დაკავდეთ, რადგან სერვერის ფაილების ზომა 1გბ-ია და საკმაო დროს მოითხოვს.

 

როდესაც ყველაფერი დასრულდება, თქვენ გექნებათ ყველა საჭირო ფაილი, სერვერის გასაშვებად

 

შედით Hlserver ფოლდერში და დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკი srcds.exe-ს, შემდეგ "create shortcut"

 

დავაკლიკოთ მაუსის მარჯვენა ღილაკი ახალ srcds.exe shortcut-ს და "Properties"-ში შესვლის შემდეგ "shortcut"-ის განყოფილებაში წავშალოთ "Target"-ში არსებული ნაწერი

 

Target-ში ჩავწეროთ: "C:\HLServer\srcds.exe" -console -game cstrike -port 27015 -autoupdate +maxplayers 12 +map de_dust ამ საფეხურში ახსნილი სერვერის მონაცემი შეგიძლიათ თქვენ გემოზე შეცვალოთ. ეს მხოლოდ მაგალითია.

 

თქვენ დაგჭირდებათ server.cfg, რათა დაარქვათ სერვერს სახელი და შეცვალოთ სერვერის მონაცემები. არსებობს შესანიშნავი საიტი აუტომოტივიზატორი server.cfg-ებისთვის http://www.cstrike-planet.com/cfgmaker?cfg=srcds

 

თუ გვინდა, რომ სრულიად და დაწვრილებით დავაკონფიგოთ სერვერი, ამისათვის დაგჭირდებათ Mani Admin Plug, აგრეთვე თქვენ დაგჭირდებათ სხვადასხვა რუკები სერვერში ჩასაგდებად. ამის კარგ შესაძლებლობას გვაძლევს საიტი gamebanana.com. არ დაგავიწყდეთ რუკების სახელების დამატება სერვერის ფოლდერში, კერძოდ maplist.txt-ში და mapcycle.txt-ში

 

გილოცავთ! თქვენ უკვე გაქვთ საკუთარი Counter Strike: Source-ის სერვერი. უბრალოდ გაუშვით ის srcds.com shortcut-ით. ამის მეშვეობით თქვენ შეძლებთ რუკების შეცვლასა და სერვერის მოთამაშეებთან კონტაქტს თამაშში შეუსვლელად თქვენი Desktop-იდან.