როგორ გამოვაჩინოთ ფაილის გაფართოება (ტიპი) Windows XP/Vista/7-ზე

ყველა კომპიუტერულ ფაილს გააჩნია თავისი ტიპი (გაფართოება) (.txt; .doc; .html; .exe და ა.შ.). Windows არ აჩვენებს ფაილის ტიპს თუ თავად არ მოვნიშნავთ ოპერაციულ სისტემაში ამ პარამეტრს.
საფეხურები
- 1 პირველ რიგში გახსენით My computer ორივე Windows-ის შემთხვევაში (xp/7)
- 2 Windows 7-ის შემთხვევაში ზემოთა მარცხენა კუთხეში აჭერთ "Organise", შემდეგ "Folder and search options"-ს
- 3 გადადით "General"-დან "View"-ზე და გათიშეთ მონიშნული "Hide extensions for known file types" და დააჭირეთ "Ok"-ს.
- 4 Windows xp-ის შემთხვევაში My computer-დან დააჭირეთ "Tools"-ს, შემდეგ "Folder options"-ს
- 5 გადადით "General"-დან "View"-ზე და მონიშნეთ "Show hidden files and folders", დააჭირეთ "Ok"-ს.