სილამაზე და პირადი ჰიგიენა

კანის მოვლა

როგორ ვიმკურნალოთ ჭარბთმიანობას სახეზე და სხეულზე (ხალხური მეთოდი)

როგორ ვიმკურნალოთ ჭარბთმიანობას სახეზე და სხეულზე (ხალხური მეთოდი)

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

გოგონებს, რომელთაც აწუხებს ჭარბთმიანობა სახეზე, შეუძლიათ ებრძოლონ ამ პრობლემას მარტივი ხერხებით. არ არის საჭირო ნერვიულობა. მიჰყევით ინსტრუქციას.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • 1)დამწვარი ხის ფერფლი (ნაცარი)
  • -----------------------------
  • 2)ლემას ბალახი-150გ
  • ბამბის ტამპონი
  • -----------------------------
  • 3)დაუმწიფებელი კაკლის ნაყოფის წვენი

საფეხურები

  1. 1 ქალს რომელსაც აწუხებს ჭარბთმიანობა (სახეზე ან სხეულის სხვა რომელიმე ადგილზე), შეუძლია გამოიყენოს შემდეგი საშუალება: აიღოს დამწვარი ხის ფერფლი და სველი ხელებით შეიზილოს თმიანი ადგილი. პროცედურის გამეორება არის საჭირო იქამადე სანამ არ გასცვივდება არასასურველი თმა.
  2. 2 აიღეთ 150 გრამი ლემას ბალახი და მოხარშეთ 1 ლ წყალში, სანამ არ მიიღებთ კონცენტირებულ ბლანტ ნახარშს. ის შეიძლება წლების განმავლობაში ინახებოდეს. სხეულის (არა სახის) თმიან ნაწილზე სისტემატურად ისვით ნახარში ბამის ტამპონით.
  3. 3 ორ-სამჯერ დღეში სხეულის თმიან ნაწილზე უნდა ისვათ მწვანე, დაუმწიფებელი კაკლის ნაყოფის წვენი. შედეგი ცხადია, მაშინვე არ გამოვლინდება. საჭიროა დრო. დამოკიდებული ადამიანზე ზოგს მალევე ეტყობა შედეგი ზოგს მოგვიანებით.