როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას - rogor.ge

როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას

 

მშრალი კანის შემთხვევაში თავი უნდა დაიბანოთ უსაპნოდ, თბილი წყლით, შემდეგ მსუბუქი მასაჯით შეიზილოთ 10-15 წუთის განმავლობაში სუფრის მარილი და ჩამოიბანოთ წყლით პროცედურა უნდა ჩაიტაროთ 6-ჯერ.

 

თმის ცვენის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ იხმაროთ შემდეგი ნარევი: 1 წილი კონიაკი, 4 წილი თავიანი ხახვის წვენი, 6 წილი ბირკავას ნახარში ( ს/კ ბალახი მოდუღებული ჩ/ჭ წყალზე ) შეიზილოთ თავის კანში, შეიხვიეთ პირსახოცით 2 სთ განმავლობაში, შემდეგ კი დაიბანეთ, პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.

 

მოსალოდნელი გამელოტებისას თმის ძირების გასამაგრებლად ოდიდგან გამოიყენება სვიის გირჩების ნახარში. სვიის გირჩები უნდა შეაგროვოთ აგვისტო-სექტემბერში, მათ სრულ მომწიფებამდე. 1 ჩ/კ სვიას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ადუღეთ 30 წთ. გაცივების შემდეგ შეიზილეთ თავის კანში.

 

თმის გასაჯანსაღებლად 1 ს/კ ჭინჭრის დაქუცმაცებულ მშრალ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 სთ განმავლობაში. გაცივებული ნაყენი გაწურეთ და თავის დაბანის შემდეგ შეიზილეთ კანში, კვირაში 1-2 ჯერ.