კულინარია

რეცეპტები

როგორ მოვამზადოთ შემწვარი ბოსტნეულის სალათა

როგორ მოვამზადოთ შემწვარი ბოსტნეულის სალათა

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

შემწვარი ბოსტნეულის სალათის მომზადების რეცეპტი.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • ყვავილოვანი კომბოსტო - 200 გრ.
  • ყაბაყი - 50 გრ.
  • სალათის ფოთლები - 100გრ.
  • პრასი - 4-5 ღერი
  • პიტნა - 3-4 ღერი
  • მწვანე ხახვი - 2-3 ღერი
  • ტარხუნა - 3-4 ღერი
  • ლიმონის წვენი - ნახევარი
  • ზეითუნის ზეთი - 50 გრ.
  • მარილი - გემოვნებით
  • პილპილი - გემოვნებით

საფეხურები

  1. 1 ბოსტნეული გავრეცხოთ და გავაშროთ. ყვავილოვანი კომბოსტო დავჭრათ თხელ და განიერ ნაჭრებად და ყაბაყი თხელ რგოლებად, პრასის თავები სიგრძეზე - ოთხად. სალათის ფოთლები და მწვანილი განვაცალკეოთ, მაგრამ არ დავჭრათ.
  2. 2 განიერი ტაფა კარგად გავაცხელოთ და დავასხათ ზეითუნის ზეთი ისე, რომ ტაფის ზედაპირი თხლად დაიფაროს.
  3. 3 ცხელ ტაფაზე დავყაროთ ბოსტნეული, სალათის ფოთლები და მწვანილი და შევწვათ 2 წუთის განმავლობაში.
  4. 4 შემწვარი ბოსტნეული გადმოვიღოთ ღრმა თეფშში, მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, ნახევარი ლიმონის წვენი, მოვაყაროთ მარილი და ფრთხილად გადავურიოთ.