როგორ მოვიშოროთ ცელულიტი ერთ თვეში - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი ერთ თვეში

 

ჯანსაღი კვება შეიმუშავეთ კვების სქემა: მიირთვის ცოტა და დღეში რამდენჯერმე, არ გადააჭარბოთ სასურველი საკვების რაოდენობას და არ ჭამოთ საღამოს 7 საათის შემდეგ. რაც შეეხება უშუალოდ საკვებს, შეეცადეთ ამოიღოთ კვების რაციონიდან პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ შაქარსა და კონსერვანტებს, ასევე ფქვილის დამზადებული საკვები, სწრაფი კვების პროდუქტები და გაზირებული სასმელები. ასევე გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლი ზიანს აყენებს თქვენს ორგანიზმს, ამიტომ სასურველია მის მიღებაზე უარის თქმა. ამრიგად, საჭიროა მთლიანად გადაერთოთ ჯანსაღი საკვების და რაც შეიძლება მეტი სასარგებლო ხილის, მწვანე ბოსტნეულის, კენკრების და სალათის ფოთლების ჭამაზე.

 

ფიზიკური დატვირთვები საკუთარი ორგანიზმისთვის ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დახმარება შეგიძლიათ ფიზიკური დატვირთვის საშუალებით. სპეციალური ვარჯიშების კომპლექტი, რომელიც შემუშავებულია ფიტნეს-ინსტრუქტორის მიერ და სპორტული დარბაზის რეგულარული სტუმრობა (მინიმუმ 2ჯერ კვირაში), დაგეხმარებათ არა მარტო ტანის გარდაქმნაში, არამედ აგიმაღლებთ განწყობას. თუ არ გაქვთ სპორტით ფიტნეს-ცენტრში დაკავების მუდმივი საშუალება, შეცვალეთ იგი დილაობით სირბილით ან სპორტული სვლით.

 

პრობლემური არეების მასაჟი კიდევ ერთი მოქმედი საშუალება ცელულიტის წინააღმდეგ არის მასაჟი. ასეთი მასაჟებს და სხვადასხვა სახის პროცედურებს, რომლებიც მიმართულია ცელულიტის წინააღმდეგ, დღესდღეობით გვთავაზობს ბევრი სილამაზის სალონი. სპეციალური მასაჟი საშუალებას იძლევა გაიაქტიუროთ ყველა გაცვლითი პროცესი, რაც თავისთავად მოქმედებს წონის დაკლებასა და გეხმარებათ ორგანიზმში დაგროვილი სითხეებისგან გათავისუფლებაში. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ პროფესიონალი მასაჟისტების მომსახურების მიღების საშუალება, დაკავდით პრობლემური არეების თვითმასაჟით, სპეციალური ჯაგრისისა და კომეტიკური საშუალებების გამოყენებით. დღესდღეობით არსებობს ცელულიტის წინააღმდეგ მიმართული უამრავი საშუალება, რომელთაც შეძენაც შეგიძლიათ აფთიაქებში ან პარფიუმერიისა და კოსმეტიკის მაღაზიებში.

 

შეჯამება ჯანსაღი კვება, ფიზიკური დატვირთვები, სხეულის პრობლემური არეების მასაჟი - ყველა ეს მეთოდი დაგეხმარებათ თქვენი სხეულის რელიეფის კორექტირებაში და სასურველი შედეგის უკვე 1 თვეში მიღებაში. თქვენ დაგრჩებათ მხოლოდ შვებულების დაგეგმვა და საყვარელი საცურაო კოსტუმის ჩაცმა.