ხელოვნება და ჰობი

ხატვა

როგორ დავხატოთ გული ფანქრით

ავტორი: ნინო ბერიძე

უძველესი დროიდან არსებობს სიმბოლო, რომელიც დიდ მნიშვნელობას ატარებს თითოეული ადამიანისათვის. ის განასახიერებს სითბოსაც, სიყვარულსაც, სიცოცხლესაც და ჯანმრთელობასაც. არსებობს მოსაზრება, რომ იგი ძველ რომში მოიგონეს, სამთავრობო ფენის წარმომადგენლები ამ სიმბოლოს უგზავნიდნენ შეყვარებულებს შიკრიკების საშუალებით. ბევრად უფრო გვიან, სკოლებში ბავშვებმა მისი დახატვა რვეულებში დაიწყეს, ეს უბრალო სიმბოლოა - გული.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • ფანქარი
  • საშლელი
  • სახაზავი
  • ქაღალდი
  • ტოლჩა (кружка)

საფეხურები

  1. 1 გულის დასახატად მოამზადეთ საშუალო სირბილის ფანქარი, საშლელი და ქაღალდის მჭიდრო ფურცელი. დაიკავეთ ფანქარი თავისუფლად ისე, რომ ხელი არ იყოს დაძაბული. წერტილის დასმით აღნიშნეთ ფურცლის ცენტრი, მანდ იქნება თქვენი გულის საწყისი. წერტილიდან მარჯვნივ ხელის ნაზის მოძრაობით დაიწყეთ ნახევარ-წრის გავლება, შემდეგ ცოტათი ზევით, შემდეგ ქვევით, თანდათან გაასწორეთ იგი, ხაზი დაასრულეთ წერტილით. ყურადღებით შეამოწმეთ - ქვედა წერტილი ზუსტად უნდა მდებარეობდეს "საწყისი წერტილის" ქვევით, ასეთ შემთხვევაში თქვენი დახატული გული პროპორციული იქნება.
  2. 2 ახლა, როცა დაასრულეთ ერთი ხაზი, თქვენ უნდა დახატოთ მეორე - ზუსტად პირველის პარალელური, მაგრამ ახლა ნახევარ-წრე უნდა გაავლოთ მარცხენა მხარეს. ხაზის გასმა დაიწყეთ ერთი წერტილიდან და დაასრულეთ მეორესთან. გულის სუფთა ნახატის მისაღებად აიღეთ საშლელი და ფრთხილად წაშალეთ დასმული წერტილები.
  3. 3 თქვენ ასევე შეგიძლიათ გაიმარტივოთ საქმე სახაზავის საშუალებით ამობრუნებული სამკუთხედის დახატვით, სამკუთხედის შიგნით ჩახატეთ გული, შემდეგ საშლელით გაასუფთავეთ სამკუთხედის უსარგებლო გვერდები.
  4. 4 კიდევ ერთი მეთოდი - დახატეთ წერე, ამისათვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელთ არსებული ნებისმიერი საგანი. დიდი ზომის გულის დასახატად შეიძლება გამოგადგეთ ტოლჩა, თასი, მრგვალი სარკე და ბევრი სხვა. საგანს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია იგი იყოს მრგვალი და საჭირო ზომის. მას შემდეგ, რაც შეძლებთ წრის დახაზვას, ჩახატეთ მასში გული.

გაფრთხილებები

  • ფრთხილად გაუსვით ფანქარი ქაღალდს, რადგან გრიფელი შეიძლება გატყდეს.