როგორ მოვიქცეთ პოლიციელთან - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ პოლიციელთან

 

დასაწყისისათვის პოლიციელს მოსთხოვეთ გიჩვენოთ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლობის დამადასტურებელი საბუთი. იყავით ძალიან თავაზიანი, უკიდურეს შემთხვევაში თქვით, რომ ერიდებით თაღლითებს და ამ მიზეზით ინიშნავთ თანამშრომლის მონაცემებს. ამავდროულად ამოიღეთ ბლოკნოტი, საწერკალამი და ჩაინიშნეთ: წოდება, სახელი–გვარი–მამისსახელი, მოწმობის სერია და ნომერი... ძალიან ხშირად პოლიციელები ფრთხებიან და მხოლოდ გამარჯობა–ნახვამდის თქმით შემოიფარგლებიან.

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მაინც გეპატიჟებიან პოლიციის განყოფილებაში, დაემორჩილეთ! თუ გთხოვენ საბუთის წარდგენას, წარადგინეთ! არც იფიქროთ, რომ თქვათ: "არ წამოვალ განყოფილებაში", "არ წარმოვადგენ პასპორტს(მოწმობას)", და ა.შ. განსაკუთრებით მოწმეების თანდასწრებით. თქვენი მოქმედებები შეიძლება და იქნება მიღებული, როგორც "პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა" და თქვენი დაკავება შესაძლებელი გახდება 15 დღემდე ვადით.

 

თუ მოხდება ისე, რომ პოლიციელი გადაწყვეტს თქვენს გაჩხრეკას, ჯიბეებში ხელის ჩაყოფას, შეახსენეთ მას "უცოდინარს", რომ ჩხრეკა ნებადართულია მხოლოდ 2 "მცოდნეს" თანდასწრებით და აუცილებლად პროტოკოლის შედგენით. იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელი კაცი დაიწყებს ქალის ჩხრეკას, თამამად გამოეთავისუფლეთ და იყვირეთ: "მიშველეთ, მაუპატიურებენ". კაკონის მიხედვით ჩხრეკა და პირადი დათვალიერება უნდა განახორციელოს მხოლოდ იმ სქესის წარმომადგენელმა, რომლის წარმომადგენელიც მოქალაქეა.

 

არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ ეჩხუბოთ პოლიციელს. დაარტყით, ხელი ჰკარით, მოიშორეთ ბიძგით – ყველა ეს მოქმედება შეიზლება და იქნება კვალიფიცირებული (აღქმული) როგორც "წინააღმდეგობის გაწევა" და "პოლიციელზე თავდასხმა", რომელიც სისხლის სამართლის კანონით ისჯება ვადით 5 წლამდე.

 

საბოლოო ჯამში თუ თქვენ მიგიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, განაგრძეთ კითხვა, რათა გაიგოთ იქ მოქცევის წესი. ძალიან თავაზიანად, მაგრამ ამავდროულად დაჟინებით მოითხოვეთ დაკავების პროტოკოლის შედგენა. ყოველგვარი განცხადების წარდგენის გარეშე თქვენი დაკავების უფლება აქვთ 3 საათის განმავლობაში.

 

აუცილებლად მოაწერეთ ხელი დაკითხვის პროტოკოლს, იმ შემთხვევაში თუ მოგაწოდეს ხელმოწერისათვის. ნუ შეგეშინდებათ, ხელმოწერა მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ იცის იმის შესახებ რაშიც გადანაშაულებენ. გრაფაში "კანონდამრღვევის ხელმოწერა", სიტყვა "დამრღვევის" შეცვალეთ სიტყვით "მოქალაქის". თუ რამეში არ ეთანხმებით, თამამად დაწერეთ: "არ ვეთანხმები", "არ დამირღვევია", "არ დავმთვრალვარ" და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის თანამშრომელი თავად არის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, მოგაყენეს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, აუცილებლად მიუთითეთ! თვალი ადევნეთ, რომ გრაფაში "მოწმეები" ჩაწერილები იყვნენ ისინი, ვინც იმყოფებოდა იქვე დაკავების მომენტში.

 

იმ შემთხვევაში, თუ პროტოკოლში მითითებული იქნება, რომ თქვენ იმყოფებოდით ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, არც კი ეცადოთ შეწინააღმდეგება. კანონის შესაბამისად გამაბრუებელი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა უნდა დააფიქსიროს ექიმმა. თუ სამედიცინო დასკვნა არ არის, მაშინ ნებისმიერი ადვოკატი ასეთ ბრალდებას ყოველთვის.გაასაჩივრებს.

 

იმისათვის, რომ არ დაკარგოთ თქვენი ძვირფასი ნივთები, ზრდილობიანად მოითხოვეთ თქვენთვის ჩამორთმეული ნივთების ჩანაწერის შედგენა.

 

იმის შემდეგ, როცა უკვე გამოგიშვეს, დაიქირავეთ ადვოკატები, მიმართეთ პროკურორს, მოძებნეთ მოწმეები. ნუ მიანდობთ ყველაფერს ბედს.