როგორ გავაოგნოთ გოგო - rogor.ge

როგორ გავაოგნოთ გოგო

 

ლამაზი გოგოს დანახვისას, რომლის გაცნობაც გსურთ, მიუახლოვდით და გადაეცით თქვენი ტელეფონის ნომერი შემდეგი სიტყვების ფონზე: "ეს არის ჩემი ტელეფონის ნომერი, მოგვიანებით დაგირეკავ!". ეს რა თქმა უნდა, გააოგნებს მშვენიერ უცნობ გოგონას და იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი უარს იტყვის ნომრის გამორთმევაზე, თქვენს შორის საუბარი მაინც გაებმება.

 

თუ თქვენ მოგეწონათ თანამშრომელი, მაგრამ ის არ გაქცევთ ყურადღებას, მაშინ მოიპოვეთ მისი ფოტო-სურათი და შეუკვეთეთ დიდი სტიკერი მანქანაზე დასაკრავად. მასზე იქნება გოგოს სახე და თქვენი სიყვარულის ახსნა. დააკარით იგი საკუთარ ავტომობილს, რომელსაც თქვენი გატაცების საგანი აუცილებლად ნახავს.

 

შეგიძლიათ შეუკვეთოთ თქვენი რჩეული გოგოს სურათებით გაწყობილი კალენდარი და დაკიდოთ იგი სამუშაო მაგიდის თავზე. ეს გააოცებს გოგოს და აიძულებს თქვენთვის ყურადღების მოქცევას.

 

თუ იცით რომელი გზით მიდის იგი სახლში, მაშინ მოუწყვეთ სასიამოვნო სიურპრიზი იმ ბილიკზე, რომელსაც იგი გაივლით. ზამთარში - ჩაარჭეთ ლამაზი ვარდები ბილიკის გვერდებზე, გაზაფხულზე - ნაზი ყვავილებით მორთეთ ბუჩქი ან პატარა ხე. ასეთი რომანტიული ჟესტები აუცილებლად გააოცებენ თქვენს საყვარელ ქალს.

 

შეაგროვეთ ლამაზ დაწნულ კალათაში არომატული ხილი, გემრიელი შოკოლადის კამფეტები, ხარისხიანი ღვინის ბოთლი და მოხდენილი ჭურჭელი, ზევიდან დაადეთ ფეშენებელური თაიგული და წერილი, რომელშიც შესთავაზებთ გოგოს პიკნიკზე ამ კალათასთან და მის მჩუქნელთან ერთად წასვლას. წააწერეთ, რომ კალათა თავისი შიგთავსით - საჩუქარია, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მასთან დარჩება.

 

თქვენი საყვარელი ადამიანისათვის შეიძინეთ ყვავილების თაიგული და ჩადეთ მასში ერთი ხელოვნური, მაგრამ ნამდვილის მსგავსი ყვავილი. წააწერეთ წერილს, რომ გეყვარებათ იგი იქამდე, სანამ არ დაჭკნება ბოლო ყვავილი. მიართვით ეს საჩუქარი. გოგო ძალიან გაოცდება და გაოგნდება, როცა აღმოაჩენს თქვენს დამალულ სიურპრიზს.

 

ღამით ჰაერში გაუშვით ჩინური ცეცხლოვანი ფანრები - ეს ძალიან ეფექტური სანახაობაა, რომელიც თქვენს საყვარელ ადამიანს დიდხანს დაამახსოვრდება.ზოგადად, წითელი სანთლების ცეცხლი ქმნის რომანტიკულ განწყობას და ყოველთვის იწვევს აღტაცებას მშვენიერი სქესის წარმომადგენლებში, მიმართეთ ამ მეთოდს დროდადრო.