
აჭარული კერძის, იახნის მომზადების რეცეპტი.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ხორცი - ორი კილოგრამი
- ხახვი - 0,5 კილოგრამი
- მარილი, პილპილი - გემოვნებით
- ხმელი ქინძი - 3-4 სუფრის კოვზი
- ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
- ზაფრანა - 3 კოვზი
- ნიორი - 2-3 თავი
საფეხურები
- 1 ავიღოთ ხორცის მსუქანი ნაჭერი და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. შეგიძლიათ დაჭრათ ძვლებიანადაც. წყალი ისე დაასხით, რომ საკმაოდ ფარავდეს ჭურჭელში მოთავსებულ ხორცს.
- 2 აუცილებლად მოხადეთ ქაფი დუღილისას. როდესაც ხორცი იქნება ნახევრად მოხარშული, დაამატეთ შავი პილპილი და მარილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, კარგად (წმინდად) დანაყილი ნიგოზი, ასევე ხმელი ქინძი. სასურვლია თუ შეაზავებთ ზაფრანით.
- 3 როდესაც მორჩებით იახნის მზადებას დაამატეთ დანაყილი ნიორი. სულ ეს იყო, ახლა შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ.