როგორ გავშალოთ სუფრა სწორად - rogor.ge

როგორ გავშალოთ სუფრა სწორად

 

სუფრა ესთეთიკურად უნდა გამოიყურებოდეს _ შეხამებული უნდა იყოს მაგიდის ფორმა, სუფრა, ხელსახოცი და ინტერიერი; ჭურჭელი უნდა განლაგდეს სუფრის გაწყობის წესების მკაცრი თანმიმდევრობით. სუფრა დიასახლისის აკურატურლობასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული და კიდევ სურვილზე. ამიტომ ცოტა მეტად მოინდომეთ როდესაც სტუმრები მოდიან და დაგიფასდებათ.

 

აუცილებელი არ არის ყველა სუფრა ერთმანეთს გავდეს, მაგრამ ჩვენ შემოგთავზებთ სტანდარტულ პროცედურებს. > გადავაფაროთ სუფრა. > ინდივიდუალურად მოსახმარი თეფშები და დანა-ჩანგალი. > მინის (ბროლის) ჭურჭელი, ჭიქები. > ხელსახოცები. > სხვადასხვა სანელებელი. > ყვავილების ლარნაკები. > საფერფლეები და სხვა.

 

ამ პრინციპით სწრაფად და იოლად განალაგებთ სუფრაზე მრავალრიცხოვან ჭურჭელს და თავიდნ აიცილებთ უსიამოვნებას, რაც ჭურჭლის, განაკუთრებით, ბროლის ჭიქების მსხვრევას შეიძლება მოჰყვეს. ჭურჭელი მაგიდაზე მიტანის წინ კიდევ ერთხელ დაატილოვეთ.

 

სუფრა ისე დააფარეთ, რომ მაგიდის ცენტრში მოხვდეს, ამასთან კიდიდან 10-15 სმ. სიგრძეზე თანაბრად იყოს გადმოშვებული. უნდა გავითვალისწინოთ, რომ გადმოშვებული კალთა ხელს უშლის და მოკლე არაესტეტიურია. არაა რეკომენდირებული გადაფარებული სუფრა კუთხეებით გავჭიმოთ ან დავტკეპნოთ.