ავტო და მოტო

მანქანის მართვა

როგორ გადავიაროთ სწორედ "მწოლიარე პოლიციელზე"

როგორ გადავიაროთ სწორედ "მწოლიარე პოლიციელზე"

ავტორი: საბა მდივნიშვილი

"მწოლიარე პოლიციელი" ეს არის ხელოვნური დაბრკოლება, რომელიც მძღოლებს იძულებულს ხდის შეანელონ სისწრაფე გზის პოტენციურად სახიფათო მონაკვეთზე. ბევრმა მძღოლმა არ იცის, რომ მოცემული დაბრკოლების ხშირად გადალახვას ახასიათებს მანქანის ნაწილებისა და კვანძების ძლიერი ცვეთა. მე გასწავლით თუ, როგორ უნდა აარიდოთ თავი ამ პრობლემას.

 

საფეხურები

  1. 1 ამ პრობლემისგან თავის არიდების მიზნით, პირველ რიგში, წინასწარ დაიწყეთ სიჩქარის დაკლება და მაშინ, როცა უკვე დაბრკოლებამდე რამდენიმე მეტრში იქნებით, აუშვით ფეხი მუხრუჭისა და გაზის პედლებს. თუ ამ მოქმედებისათვის თქვენს უკან მყოფი მძღოლი სიგნალს მოგცემთ, რათა აჩქარდეთ არ შეიმჩნიოთ, რადგან შექმნილ სიტუაციაში თქვენ სხვებზე ბევრად ჭკვიანი და მოხეხებული აღმოჩნდებით, თან თქვენი "მეტალის მეგობარი" დიდ მადლობას გადაგიხდით.
  2. 2 მძღოლების დიდი რაოდენობა უპირატესობას ანიჭებს ამ დაბრკოლების გადალახვას დახრილი კუთხით, რის შედეგადაც "პადვესკა" არ განიცდის დიდ დატვირთვას, მხოლოდ მცირე ბიძგს თითოეულ ბორბალზე თანმიმდევრობით. თუმცა, მოცემული მანევრის შესრულება უსაფრთხოა მხოლოდ დაუსახლებელ ტერიტორიაზე.
  3. 3 და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ "მწოლიარე პოლიციელმა" არ უნდა მიიქციოს მთელი თქვენი ყურადღება. წინააღმდეგობის გადალახვისას თქვენ კვლავ გზაზე უნდა იყოთ კონცენტრირებული. შეეცადეთ დაინახოთ დაბრკოლება წინასწარ და უკვე გონებაში დარჩენილი მანძილის დაახლოებით გამოთვლა, დაიწყეთ დამუხრუჭება, ოღონდ მხოლოდ რბილად... და უკვე ცოტა ხნის შემდეგ "მწოლიარე პოლიციელზე" გადასვლა თქვენთვის ავტომატურ მოქმედბად იქცევა.

გაფრთხილებები

  • ძირითადად ავტომობილის ყველაზე ცვეთადი კვანძებია: ე.წ. "პადვესკა" ( უპირატესად წინა), ხიდი და სამუხრუჭე სისტემა. დამუხრუჭების დროს მანქანის წინა ნაწილი განიცდის დიდ დაწოლას ავტომობილის მთელი წონით და ამავდროულად განიცდის ვიბრაციას გზის უსწორმასწორობის გამო. ძირითადი პრობლემა იმაშია, რომ მძღოლები ამუხრუჭებენ უშუალოდ "მწოლიარე პოლიციელის" წინ, ამიტომ ვერ ასწრებენ სიჩქარის მინიმუმამდე დაყვანას და ფეხის მუხრუჭიდან აღებას. ამიტომ მჭიდროდ მიჯაჭვული "პადვესკა" დამუხრუჭების დროს, დაბრკოლებაზე გადასვლისას განიცდის მწვავე დარტყმას ქვევიდან. ამავდროულად ბევრს წინააღმდეგობის გადავლის შემდეგ ავიწყდება უკანა ხიდი და "აჯახებენ" მას "მწოლიარე პოლიციელს".