როგორ გავგზავნოთ ფაილები Facebook-ით - rogor.ge

როგორ გავგზავნოთ ფაილები Facebook-ით

 

პირველ რიგში, შედით სოციალურ ქსელში თქვენი მომხმარებლის სახელით და პაროლით.

 

დააჭირეთ გზავნილების ღილაკს, რომელიც განთავსებულია მარცხენა ზედა კუთხეში facebook–ის ლოგოსთან, რის შედეგადაც ჩამოიშლება პანელი თქვენი უკანასკნელი შეტყობინებებით.

 

დააჭირეთ ლინკს Send a New Message, რის შედეგადაც თქვენ იხილავთ გზავნილების გასაგზავნ ფორმას.

 

მიუთითეთ მომხმარებლის სახელი, რომლისთვისაც გსურთ თქვენი ფაილის გაგზავნა, ასევე შეავსეთ წერილის ველი სურვილისამებრ.

 

ფანჯრის ქვედა მარცხენა კუთხეში თქვენ დაინახავთ 2 ფუნქციას: Add Files და Add Photos. დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ვარიანტს და აირჩიეთ ფაილი, რომელიც გინდათ, რომ გაუგზავნოთ მეგობარს.

 

ფაილი აიტვირთება და ხელმისაწვდომი გახდება მას შემდეგ, რაც თქვენ დააჭერთ ღილაკს - Send