როგორ მოვუაროთ ხმელეთის კუს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ ხმელეთის კუს

შენახვის პირობები ტერარიუმი. ხმელეთის კუ მოითხოვს ფართო ტერარიუმში (террариум) ჰორიზონტალური ტიპის ფხვიერ ნიადაგზე ბინადრობას. კუ, რომელიც ცხოვრობს იატაკზე ხშირად ავადმყოფობს და იღებს კიდურების დეფორმაციას. ტერარიუმის ფართობი უნდა აღემატებოდეს კუს 2-3 ჯერ იმასათვის, რომ თავისუფლად იმოძრაოს. ნიადაგის სისქე 3-10 სმ უნდა იყოს. ტერარიუმში ასევე საჭიროა მოვათავსოთ წყლისთვის და საჭმელისთვის თასები (პატარა ჯამი). ხმელეთის კუ მიჩვეულია საკმაოდ თბილ კლიმატში ცხოვრებას, ამიტომ აუცილებელია ტერარიუმში შევინარჩუნოთ 20-35 გრადუსამდე ტემპერატურა. ტერარიუმის გასუფთავება რეკომენდებულია 24 საათში ერთხელ.

კვების რაციონი ხმელეთის კუ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ არის ქვეწარმავლების კლასის წარმომადგენელი. მისი ძირითადი კვების რაციონი ხილი, ბოსტნეულის, კენკრასა და მწვანილისგან შედგება. ზრდასრული კუ მოითხოვს 2-3 კვირაში კვებას, კვრიაში ერთხელ კი საკვებში შეგვიძლია დავამატოთ საქონლის ფარში. გარდა ამისა კუმ პერიოდულად უნდა მიიღოს ვიტამინები და მინერალები.

ზამთრის ძილი არ არის აუცილებელი ხმელეთის კუ ზამთრის ძილში ყოველწლიურად "შევიდეს". ქვეწარმავლისთვის ეს პროცედურა სასარგებლოა, ნორმალიზაციისთვის, მაგრამ სახლის პირობებში მყოფი კუსთვის ეს პროცესი საშიშია, რადგან ამ პროცესის დროს მას ესაჭიროება სპეციალური პირობები, რომელსაც სახლის პირობებში შეუძლებელია მივაღწიოთ, მაგრამ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ ეს პროცესი, მისი ქცევით. მაგალითად ტერარიუმის კუთხეში ხანგრძლივი ყოფნით.