როგორ განვივითაროთ გონება - rogor.ge

როგორ განვივითაროთ გონება

 

სანამ დაიწყებდეთ ვარჯიშებს, პირველი რაც უნდა მუდამ გახსოვდეთ და ითვალისწინებდეთ არის შემდეგი რამ, ტვინი არის კუნთივით, როგორც სპორტსმენები ვარჯიშობენ და ივითარებენ გარკვეულ კუნთებს, ასევე თქვენც სისტემატურად გჭირდებათ ტვინის ვარჯიში, რათა მუდამ ფორმაში იყოთ. როგორც კი მოდუნდებით - მოდუნდება თქვენი პოტენციალი ინტელექტუალური ნაყოფიერება და აზროვნების ხარისხი.

 

რას ნიშნავს გონების განვითარება? გონების განვითარება შედეგბა რამოდენიმე ნაბიჯისგან ესენია: მახსოვრება, აზროვნება, აღქმა ანუ ანალიზი და სწრაფი კითხვა. მოდით ამ ინსტრუქციაში განვიხილოთ თითოეული ზოგადად, ხოლო შემდეგ ინსტრუქციებსა და სტატიებში გაეცანით დეტულად თითოეული მათგანის განვითარების ვარჯიშებსა და ხერხებს.

 

მახსოვრობა არსებობს რამოდენიმე ტიპის მახსრობა, მხედველობითი ვიზუალური, სმენითი და გრძნობითი. არსებობენ ადამიანები რომლებსაც აქვთ ფენომენლაური მახსოვრობა. მათ შეუძლიათ ერთხელ წაკითხული მთთვის მანამდე უცნობი ტექსტი ზეპირად გადმოსცენ სიტყვა სიტყვით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უნიკალური სმენა და სმენითი მახსოვრობა გააჩნიათ. ისინი იმახსოვრებენ რითმებს და ბგერებს, მათ შეუძლიათ ერთხელ მოსმენილი სიმღერა იდენტურად შეასრულონ, ან ოდესმე მოსმენილი და გაგონილი ფრაზა რამოდენიმე წლის შემდეგ სიტყვა სიტყვით გაიმეორონ.

 

როგორ გავივარჯიშოთ მახსოვრობა ? არსებობს ბევრი შემუშავებული ვარჯიშების სისტემა და ტრენინგები, მაგრამ სანამ მაგ ეტაპზე გადახვალთ გაეცანით ზოგად რჩევებს და დაიწყეთ პირველი საფეხურიდან მახსოვრობის განვითარება. > მახსოვრობის გასავარჯიშებლად, პირველ რიგში დაგჭირდებათ კონცენტრაცია. მაგალითად თქვენ კითხულობთ ტექსტს, ან უსმენთ ადამიანს რომელიც გესაუბრებათ რიგ თემებზე. იყავით დაკვირვებული, წარმოიდგინეთ და შეიგრძენით ის რაზეც გელაპარაკებიან. თითქოს იქ ხართ, გესმით ხმები და უყურებთ იმას რაც ხდება. თქვენ შეძლებთ დეტალურად დაიმახსოვროთ რაზეც იყო ლაპარაკი თანმიმდევრულად. ასეთ დროს არ გამოგეპარებათ არცერთი დეტალი. გაეცანით ასევე ინსტრუქციას თუ როგორ დავიმახსოვროთ ტექსტი ეფექტურად. > კიდევ ერთხელ, იყავით კონცენტირებული. როდესაც მეცადინეობთ, ან აკეთებთ რამეს იფიქრეთ ერთ რამეზე. ეს გადაიტანეთ ჩვევად, თუ წერთ, კითხულობთ ან იმახსვორებთ რამეს იფიქრეთ კონკრეტულზე, არ მოუსმინოთ მუსიკას, არ ჭამოთ, არ დალიოთ, არ იმესიჯოთ და ა.შ. ესენი არის მავნე ჩვევა რომლისგან გათავისუფლება არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. > აკეთეთ ვიზუალიზაციები მუდამ. დაჯექით წინ დაიდეთ რამე ნივთი, იქნება ეს მობიური თუ სხვა, უმჯობესია დაიწყოთ მარტივიდან მაგალითად ასანთის კოლოფი, მობილური რთული იქნება პირველ ეტაპზე. უყურეთ 10 წუთის მანძილზე. დაიმახსოვრეთ ზომა, ფორმა, თითო დეტალი, ნახატი, ფერები. როგორც კი ჩათვლით, რომ მორჩით, გადადეთ კოლოფი ან არჩეული ნივთი გვერდზე და დახუჭეთ თვალები, წარმოიდგინეთ დეტალებში. ზუსტად ისე რასაც უყურებდით 10 წუთის განმავლობაში. რთულია? კი თქვენ ეს გაგიჭირდებათ თავიდან, მიუხედავად იმისა რომ უმარტივესია. სცადეთ ბევრჯერ სანამ დეტალურად არ შეძლებთ მის წარმოდგენას გონებაში მიზრულ წვრილმანამდე. როგორც კი ამას მოხერხებთ დაჯექით და დახატეთ. თქვენ გაოცდებით როგორ ადვილად გამოგივათ, მათთაც ვისაც ხატვის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია. >ასევე კარგი ვარჯიშია თუ თქვენ დახუჭავთ თვალებს, მოდუნდებით და შეძლებთ ჯერ ოთახში და შემდეგ სახლში დეტალურად წარმოიდგინოთ სად რა არის მოთავსებული, მაგალითად სარკე, როგორია სავარძლები, ტელევიზორი, საწოლები, შემდეგ დეტალებზე გადაგით მიხვდებით, რომ ბევრი რამის დეტალურად გახსენება და წარმოდგენა გაგიჭირდებათ, შემდეგ ადექით და დაატვალიერეთ ხელახლა. ასევე იყავით ყურადღებით სამსახურზე და იმ ადგილებზე სადაც გიწევთ სირული, ნახავთ შემდეგ რომ უცხო ადგილასაც კი სადაც 1 ელ იქნებით ნამყოფი დეტალებში შეძლებთ დამახსოვრებას სად რა როგორ იქნება განლაგებული. > მუსიკების მოსმენისას, გირჩევთ კლასიკაზე გააკეთოთ ვარჯიშები. შეეცადეთ დახუჭოთ თვალები და იყოთ კონცენტრირებული. გაარჩიეთ ხმები და აღიქვით ცალ-ცალკე თითოეული ინსტრუმენტი. მოუსმინეთ რამოდენიმეჯერ და სცადეთ გონებაში დაატრიალოთ იგივე. იმეორეთ ბევრჯერ. ნახავთ, რომ განსაკუთრებულ სიამოვნებას მიიღებთ ამისგან, რადიკალურად სხვა შეგძნებები დაგეუფლებათ, სხვადასხვა ხმას და ბგერას დააფიქსირებთ. ეს კი დროთა განმავლობაში თქვენს აღქმასა და გემოვნებაზე იქონიებს მნიშვნელობას. დაუკვირდით წვიმის ხმას, სხვდასხვა ნივთების მოძრაობისას და გადაადგილების ხმებს. ადამიანები, რომლებიც არიან განვითარებულები გასაოცარია, მაგრამ თუნდაც სამსახურში ცნობენ თანამშროლების სიარულისას ფეხის ხმებს და იციან თუ რომელი უახლოვდება მათ კაბინეტსა თუ სამუშაო მაგიდას. ეს სავსებით რეალურია.

 

აზროვნების განვითარებისათვის აზროვნების განვითარებისთვის საჭიროა იყოთ დაკავებული და ფიქრობდეთ გამუდმებით. ტვინი რომელიც არ ფიქრობს და არ მუშაობს პრობლემების გადჭაზე დუნდება, ხდება ნაკლებად ფუნქიონალური. ნუ დაუშვებთ ამას. შეავსეთ კროსვორდები, იკითხეთ, იმეცადინეთ მათემატიკაში, აზროვნება გახდება სხარტი, დაინერესდით ჭადრაკით. გამოყავით ყოველ დღე გარკვეული დრო და ავარჯიშეთ ტვინი და მახსოვრობა. სხვა თუ ვერაფერს მოიფიქრებთ კროსვორდები მაინც გამუდმებით ავსეთ.

 

არსებობს სწრაფი კითხვის მეთოდიკები. მათი გამოყენებით შეძლებთ ფოტოგრაფიული მახსოვრობითა და სიჩქარით წაიკითხოთ და დამახსოვროთ ნებისმიერი ტექსტი. ეს მეთოდიკები ძალიან ვრცელია და მოითხოვს დეტალურ ახსნებს. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ სხვადასხვა წიგნებში და ინტერნეტში სხვადასხვა საიტებზე, მაგრამ სამწუხაროდ უცხო ენაზეა თითქმის ყველა. როგორ.ჯი-ზე კი ამ თემაზე დეტალურად მოგვიანებით, სხვა დროს გამოქვეყნდება კონკრეტული ვარჯიშები და ინსტრუქციები.

 

აღქმა ანუ ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. რასაც ხედავთ ისმენთ, კითხულობთ უნდა მოახდინოთ სწორი გაშიფვრა და ანალიზი. იმისათვის რომ ეს მოახერხოთ მობილიზება უნდა მოახდინოთ მთელი თქვენი ცოდნისა და გამოცდილების. იყავით მშვიდი, წყნარი. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ემოციების ქვეშ. სანამ რამეს საბოლოოდ მიიღებდეთ შეხედეთ მოვლენებს რამოდენიმე სხვადასხვა რაკუსით. ეს დაგეხმარებათ ბევრი თემის და სიტუაციების სწორ გარჩევასა და ანალიზში. რაც უფრო დაიხვეწებით მით უფრო სწრაფად შეძლებთ შეუთავსოთ ყველაფერი ერთმანეთს და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

 

კარგი იქნება თუ შეცვლით ცხოვრების წესს. ძილის არეული რეჟიმი, ალკოჰოლი, ნარკოტიკული ნივთიერებები, ნიკოტინი ვნებს ტვინის უჯრედებს. დალევის შემდეგ ადამიანს ხშირად არ ახსოვს თუ რას შვებოდა სიმთვრალში, მიზეზი ამისა კი არის ის, რომ ნადგურდება ტვინის უჯრედები რომლებიც პასუხს აგებენ მახსოვრობაზე. ნიკოტინი კი ბინდავს სისხლძარღვებს და ხელს უშლის ტვინისათვის ჟანგბადისა და სისხლის მიწოდებას. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. გონებრივ დატვირთვასთან ერთად ფიზიკურადაც დატვირთეთ სხეული. ჯანმრთეობის გარეშე საღი გონება არაფერში გამოგადგებათ.

 

ჯერ ჯერობით გამოიყენეთ მოცემული ინსტრუქცია და შეასრულეთ ვარჯიშები უკვე დღეიდან. დრო და დრო საიტზე გამოქვეყნდება მრავალი საინტერესო ინსტრუქცია გონების განვითარების.