როგორ გავაკეთოთ ცენტრალური გათბობა შეშაზე (კუსტარულად) - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ ცენტრალური გათბობა შეშაზე (კუსტარულად)

 

პირველ რიგში თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ რამე სახის ღუმელი, რომელიც შეშის წვის შედეგად ათბობს ოთახს. ასევე მოიმარაგეთ მეტალის ნაჭრები, მეტალის შესადუღებელი აპარატურა/მასალები, გამათბობლის სტანდარტული ბატარეები და მილები.

 

დაადუღეთ მეტალის ნაჭრები ღუმლის გარშემო ისე, რომ წყლის ერთგვარი რეზერვუარი მიიღოთ. მას შემდეგ რაც რეზერვუარს წყლით გაავსებთ, ეს ყველაფერი გახდება თქვენი გათბობის სისტემის ეგრეთწოდებული "ქვაბი".

 

გაანაწილეთ ბატარეები თქვენი სურვილისამებრ სხვადასხვა ოთახებში და მიუერთეთ ისინი ერთმანეთს.

 

გაავსეთ ბატარეები წყლით.

 

მიუერთეთ სისტემა "ქვაბს" და გაათბეთ ყველა ოთახი თანაბრად. წყალი ტემპერატურას ზოგადად დიდხანს ინარჩუნებს და შეშის კარგად მიწოდების შემთხვევაში შესაძლებელია ამ სისტემით სასურველი შედეგის მიღება.