როგორ დავტენოთ ტელეფონი უბრალო ელემენტებით - rogor.ge

როგორ დავტენოთ ტელეფონი უბრალო ელემენტებით

 

დასაწყისისთვის აიღეთ 4 ცალი АА ტიპის ელემენტი და დააკავშირეთ ერმანეთთან, ისეთი მიმდევრობით, რომ პლუსი მინუსს უკავშირდებოდეს. მას შემდეგ რაც ერთმანეთთან შეართებთ, ეს ელემენტები ერთად შეკარით წებოვანი ქაღალდით (სკოჩით). ასევე შეგიძლიათ რომელიმე ძველი ხელსაწყოდან აიღოთ ელემენტები ჩასაწყობი და გამოიყენოთ მათ დასაკავშირებლად.

 

შეამოწმეთ შეერთებული ელემენტების მუშაობის სისწორე შემოწმების ყველაზე მარტივი მეთოდი: აიღეთ + და – შნურები და მიიდეთ ენაზე, თუ იგრძნობთ ჩხვლეტას, ესეიგი გადაბმა მწყობრშია. თუ არ გსურთ შემოწმების ეს მეთოდი მაშინ: აიღეთ ელექტრო ინდიკატორი და შეამოწმეთ შეერთების ძაბვა. ძაბვა უნდა იყოს შეერთებაში მყოფი ელემენტების სიმძლავრის ჯამის შესაბამისი. დასაშვებია სიმძლავრის სხვაობა 0.2 ვოლტის ფარგლებში.

 

სიმძლავრის შემოწმების შემდეგ აიღეთ რეზისტორი და მიადუღეთ + ნიშანთან. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ მიამაგროთ შტეკერი და შეამოწმოთ ტელეფონზე. თუ ტელეფონი დაიწყებს დატენვას, მაგრამ აკუმულატორი (ელემენტი) გაცხელდება, ესეიგი შნურები არასწორედ გაქვთ შეერთებული შტეკერთან. შეუცვალეთ მათ ადგილები, თუ ამის შემდეგ ელემენტი შეწყვეტს გაცხელებას, ესეიგი ყველაფერი სწორადაა. ამის შემდეგ შტეკერის შნური მიადუღეთ ელემენტების ჯაჭვთან.