ვინ და რატომ იწინასწარმეტყველა სამყაროს აღსასრული 2012 წლისათვის - rogor.ge

ვინ და რატომ იწინასწარმეტყველა სამყაროს აღსასრული 2012 წლისათვის

 

პირველი წინასწარმეტყველება 2012 წლის შესახებ უკეთვნის მაიას ტომს. ეს ხალხი ფლობდა საოცარ ცოდნას ასტრონომიისა და არქიტექტურის სფეროში. მათ ქვის კალენდარში ათვლა იწყება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მრავალი ათასწლეულით ადრე და სრულდება 2012 წლის ზამთრის მზედგომისას. მრავალსაუკუნოვანი კალენდარი შედგება "მზის რამდენიმე ციკლისგან", რომელთაგანაც თითოეული სრულდება დიდი უბედურებით. უკანასკნელი ციკლი დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3114 წლის 11 აგვისტოს და გაგრძელდა 5125 წელი. ამგვარად, უკანასკნელი ციკლის ბოლო დღე სხვადასხვა მონაცემებით უნდა იყოს 2012 წლის 21 ან 23 დეკემბერი. მაიას ტომი კარგად აღწერდა მოვლენებს, რომლებიც განვითარდა წინა 3 მზის ციკლის დასრულებისას: პირველი ცივილიზაცია დაიღუპა წვიმისგან, მეორე ქარიშხალისგან, მესამე ცეცხლისგან, ხოლო წინასწარმეტყველების მიხედვით მეოთხე ციკლი წყალდიდობის დროს ცივილიზაციის ჩაძირვით დასრულდება.

 

მეორე წინასწარმეტყველება 2012 წლის შესახებ ეკუთვნის მიშელ ნოსტრადამუსს. ცოტა ხნის წინ ნაპოვნ და გაშიფრულ კატრენებში საუბარია საშინელ კატაკლიზმებზე, რომლებიც შეძრავენ მთელს დედამიწას. კერძოდ, აღწერილია მთელს სამყაროში მომხდარი ძლიერი მიწისძვრები, რომლებიც 2012 წლის ბოლოსთვისაა ნაწინასწარმეტყველები. შემდეგ კი დაიწყება კონტინენტთა ფილების აქტიური მოძრაობა.

 

ნაკლებად ცნობილი წინასწარმეტყველი მონაზონი პელაგია ტარსელი "უახლოესლი მომავლის შვილებისათვის" მიძღვნილ წერილებში ამბობს ასე: "ვწუხვარ მე თქვენზე, რადგან ბოლო ჟამს ცხოვრობთ". იგი ასევე წინასწარმეტყველებდა დედამიწის გარსის საშინელ ცვლილებებს სამყაროს აღსასრულის წინ. მონაზონის აზრით, თუ ვიმსჯელებთ რამდენიმე მოვლენის მიხდვით, რომლებიც უნდა მოხდეს აპოკალიფსის დაწყებამდე, მაშინ სამყაროს აღსასრული სულაც არ არის შორს.

 

ამერიკელი ექსტრასენსი ედგარ კეისი XX საუკუნის დასაწყისში თავის ხილვებში ხედავდა, როგორ განადგურდებოდა სამყარო. 21-ე ასწლეულის დასაწყისში. იგი ამბობდა: "მოხდება პოლუსების შეცვლა, ბევრი ქალაქი აღიგვება პირისაგან მიწისა. ქარიშხალები და ქარბორბალები, წყალდიდობები და გვალვები, ცუნამი, მიწისძვრები და ვულკანების ამოფრქვევები გადხება უფრო ინტენსიური, უფრო ძლიერი და შეუბრალებელი". მისი წინასწარმეტყველების მიხედვით შედგენილ იქნა ახალი გეოგრაფიული რუკა, რომელზეც არ არის დატანილი ბევრი თანამედროვე სანაპირო ქალაქი. ბოლო წლებში გახშირებული ბუნებრივი ანომალიების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კეისი საუბრობდა ზუსად ამ პერიოდზე.

 

კიდევ ერთი არანაკლებ ცნობილი ბულგარელი წინასწარმეტველი ვანგა ამბობდა, რომ მალე კაცობრიობას ელის დიდი ძვრები. როცა მას ჰკითხეს, როდის მოხდება ის, რაც მან დაინახა, ვანგამ უპასუხა: "ეს მოხდება მაშინ, როცა დაეცემა სირია". მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, დასკვნები ჯობს თავად გააკეთოთ...

 

უძველესი წინასწარმეტყველებების ძალიან დიდი რაოდენობა ემთხვევა ამ თარიღს - 21.12.2012. ძველები ცნობილი იყო მრავალი ასწლეულის წინ, ახლები კი სამყაროს აღსასრულის პრობლემის გაბუქებას და თეორიის ფაქტებისათვის შესაბამისობაში მოყვანას უფრო ჰგავს. ნებისმიერ შემთხვევაში, 2012 წლის 21 დეკემბერი უკვე დადგა და თავად შევძლებთ ვიხილოთ ან ჩვეულებრივი დედამიწა, ისეთი როგორიც ის გვახსოვს, ან შეიძლება ვეღარაფერი ვიხილოთ. დღეს გავიგებთ ყველა ეს წინასწარმეტყველება არის - წინჭვრეტა, წინაგრძნობა თუ მოდის ზეგავლენა. არ გემშვიდობებით და სტატიას ვასრულებ მომავლის იმედით...