
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ძროხის/ღორის ხორცი ან მათი ნარევი - 4 კგ
- ხახვი- 6 თავი
- ქონი-200 გრამ
- ნაწლავი - გემოვნებით
- პილპილი - 25 მარცვალი
- კოწახური - გემოვნებით
- მარილი - გემოვნებით
საფეხურები
- 1 ავიღოთ გარეცხილი ძროხის ხორცის, ან ღორის ხორცის რბილი ნაჭერი, ან მათი ნარევი და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაკეპილი ხორცი შევაზავოთ მარილით, დანაყილი პილპილით, კოწახურით, კარგად დავზილოთ, თან ცოტა-ცოტა ხორცის ბულიონი დავასხათ, რომ ხორცი ნაზი იყოს.
- 2 ნაწლავები ჩამდინარე წყალზე გავრეცხოთ, სიმინდის ფქვილით გავასუფთავოთ და ვრეცხოთ. გასუფთავებული ნაწლავები დანარჩენ შიგნეულობასთან.
- 3 ნაწლავებში ჩავდოთ ეს მასა და მოვუკრათ პირი სასურველ ზომაზე. თითოეული კუპატის თავი და ბოლო შევაერთოთ, ძაფებით შევკრათ და დავკიდოთ შესანახად. შეგვიძლია შევინახოთ საყინულეში, როცა დაგვჭირდება შევწვათ და სუფრაზე მივიტანოთ.