როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ნამცხვარი - rogor.ge

როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ნამცხვარი

 

ღუმელი გააცხელეთ 160 c-მდე. დატეხეთ შოკოლადი და 2 ს.კ. ნაღებთან ერთად ორთქლზე გაადნეთ, თან ურიეთ.

 

კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე და შეურიეთ დაფქული ნუში.

 

კარაქი, შაქარი, კვერცხის გული და შოკოლადიანი მასა ათქვიფეთ კრემისებრი მასის მიღებამდე და შეურიეთ ცილას. ჩაასხით ცომი ცხიმწასმულ ფორმაში და აცხვეთ 40 წთ. გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა. ასევე შეგიძლიათ ნუში თხილით ან ქოქოსის ფანტელით შეცალოთ.