როგორ დავისახოთ მიზანი ცხოვრებაში - rogor.ge

როგორ დავისახოთ მიზანი ცხოვრებაში

 

ჩამოყალიბდით პირველ რიგში აუცილებლად მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ გსურთ ცვლილებების შეტანა საკუთარ ცხოვრებში. გადახედეთ რა განიჭებთ სიამოვნებას, რა მოგწონთ, რის მიმართ გაქვთ ინტერესი. ეს არის პირველი ნაბიჯები საკუთარი თავის შესწავლის. მას შემდეგ რაც გააცნობიერებთ საკუთარ თავს, შესაძლებლობებს, დამოკიდებულებებსა და სურვილებს გადადით შემდეგ ეტაპზე.

 

იკითხეთ ბევრი ძალიან ბანალური და გაცვეთილი ფრაზებია: "თუ გურს იყო ჭკვიანი იკითხე ბევრი", "თუ გინდა იყო წარმტებული უნდა იყო განათლებული, განათლებისათვის კი საჭიროა კითხვა" და ასე შემდეგ, ბევრისგან გექნებათ ახლა თუ არა ადრე მაინც მოსმენილი. მოდით მარტივად წარმოვიდგინოთ, შეუძლებელია, რომ ყველაფრის დასკვნამდე მიხვიდეთ თქვენ თვითონ, ველოსიპედების გამოგონების ხელახლა დაწყება და დროის მასე კარგვა იქნება კრახი. არსებობდნენ ისტორიის მანძილზე ადამიანები ვისაც თქვენნაირი პრობლემები აწუხებდეთ და თქვენნაირი ინტერესები გააჩნდათ, მოდით გაეცანით ჯერ მათ ნაფიქრს და მას შემდეგ რაც დასკვნას გამოიტანთ შეძლებთ საკუთარი მოსაზრებების დამატებას. ეს უკანასკნელი რათმქმაუნდა ყველაზე მნიშვნელოვანია. კითხვისას თქვენ აუცილებლად გამოგიჩნდებათ დამატებითი ინტერესები, ასევე ბევრი ისეთ პრობლემის გადაწყვეტაზე შეძლებთ პასუხის გაგებას რისი გადაჭრაც ადრე წარმოუდგენელი გეგონათ. განსაკუთრებით იკითხეთ წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიები, თუ როგორ შეძლეს მათ საკუთარი ჩანაფიქრების რეალიზება.

 

დაუკვირდით გამოცდილ ადამიანებს სისულელეა იმის ახსნა თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას. უბრალოდ დააკვირდით გამოცდილ ადამიანებს. ზოგს სანათესაოში, ოჯახში, სამეზობლოში, სამსახურში ჰყავს ადამიანები გვერდით, რომლებიც არიან წარმატებულები, რას მიაღწიეს მათ, როგორ, რის ხარჯზე. გააკეთეთ სწორი დასკვნები. შეეცადეთ რაც შეიძლება ახლოს იყოთ და ისწავლოთ მეტი მათგან. არ მოგერიდოთ მათთვის კითხვის დასმა.

 

დაწერე თუ როგორ ხედავ საკუთარ თავს რამოდენიმე წლის შემდეგ. გაეცი შემდეგ კითხვებს პასუხი: როგორი გინდა რომ იყო? რისი გაკეთება გსურს სამომავლოდ? რა შედეგი მოჰყვება მაგას? შეეცადე დეტალურად წარმოიდგინო თავი. დაწერე ყველაფერი თუ რისი მიღწევა გინდა და შეგიძლია, დაწერე გეგმა, ვადა თუ როდის და როგორ და რა ხერხებით აპირებ მის მიღწევას, აწარმოე დღიური. ყოველდღიურად გამოყავი და გაანაწილე დრო მიზნის მისაღწევად. დაუსვი კითხვა თუ რას აკეთებ საიმისოდ, რომ მიიღო და მიაღწიო იმას რაც გსურს. ჩამოწერე წლების მიხედვით დავუშვათ 5 წლის ვადაზე თუ რა გექნება მიღწეული მასეთი ტემპით, დაყავი ხუთად და თითო წლის გეგმა თითო კონვერტში ჩადე. დააწერე ზემოდან გახსნის თარიღები, შეინახე და გახსენი ზუსტად მითითებულ დღეს. რატომ ღირს ამის გაკეთება ? > შენ უკვე ფიქრობ და ადგენ გეგმას და მიზნებს თუ რა გინდა. > შენ წერ დეტალურ გეგმას თუ როდის, როგორ და რა საშუალებით უნდა მიიღო. > გარკვეულ ვადაში ხსნი კონვერტს და შეგიძლია შეამოწმო თუ რას მიაღწიე რამდენი პროცენტით და როგორ.

 

აწარმოე დღიური დღის მანძილზე ყველას ეკარგება ძალიან დიდი დრო უმნიშვნელოდ და უაზროდ. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეძლო სწორად დაგეგმვა საკუთარი მიზნებისა და ვადების, გაწერე აუცილებლად თუ რითი ხარ დაკავებული დღის მანძილზე, ან რა გააკეთე მოცემულ კვირას. კვირის დასაწყისში დაგეგმე კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები. კვირის ბოლოს კი შეაჯამე და შეფასე რამდენად სწორად და ხარისხიანადმოახერხე გეგმის შესრულება. რამ შეგიწყო ხელი და რა იყო ხელისშემშლელი ფაქტორები.

 

ოჯახი ზოგადად მსოფლიში და განსაკუთრებით საქართველოში ძალიან დიდია ოჯახის გავლენა ადამიანებზე. თუ გაქვს საშუალება და არ არის რამე ხელიშმემლელი სპეცილაური ფაქტორები, გააცანი შენი გეგმა და სურვილები ოჯახის წევრებს. განუმარტე რისი მიღწევა გსურს და რატომ, აქვე გაამახვილე ყურადღება თუ რა ტიპის დახმარება გჭირდება ოჯახის წევრებისგან, იქნება ეს ყურადღება, რჩევით დახმარება, მატერიალურად თუ სხვა. გირჩევთ მოუსმინოთ ოჯახის წევრებს და გაითვალისწინოთ მათი აზრი. ყველაზე წარმატებული გამოსავალი იქნება თუ ოჯახი ერთად დაწერს სამომავალო გეგმებს.

 

რელიგია გაითვალისწინეთ რელიგიის ფაქტორი. ბევრი რამ თქვენი მრწამსიდან გამომდინარე შეიძლება იყოს, როგორც ხელიშემწყოფი ფაქტორი, ასევე ხელისშემშლელი. ჩამოყალიბდით კიდევ ერთხელ - თუ გყავთ სულიერი მოძღვარი დაეკითხეთ მასაც რჩევა, რადგან ფიზიკურ განვითარებასთან ერთად ასევე საჭიროა სულიერი განვითარება, შეიძლება მიაღწით თქვენ ყველაფერს რაც მიზნად დაისახეთ, მაგრამ არ იყოთ ბედნიერი. ასევე რელიგიურობა და რწმენა დაგეხმარებათ მიზნების განხორციელებაში.

 

დაინტერესდით სხვადასხვა ტიპის პროფესიებით. ეს დაგეხმარებათ არ იყოთ შეზღდული არჩევანში. იყავით ინფორმირებული, იურთიერთეთ და გაეცანით სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, ნახეთ რითი არიან დაკავებულები ისინი, რას აკეთებენ და როგორ.

 

არაფერია შეუძლებელი ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, რასაც ჩაიფიქრებთ და დაგეგმავთ. მთავარია, რომ განივითაროთ საჭირო უნარები და თავისებები. თუ შეძლო სხვამ, რატომ ვერ შეძლებთ თქვენ? გგონიათ მან მარტივად მოახერა? არა ყველას სჭირდება სწორი გეგმა და შემდეგ ნებისყოფა თუ როგორ მიაღწიოს დასახულ მიზანს. გისურვებთ მიზნების მიღწევასა და წარამტებებს!