როგორ გავწმინდოთ ტყავის ქურთუკი (სახლის პირობებში) - rogor.ge

როგორ გავწმინდოთ ტყავის ქურთუკი (სახლის პირობებში)

 

დასაწყისისათვის აუცილებელია ლაქების მოცილება, თუ ისინი აქვს თქვენს ქურთუკს. ზეთის გამოსაყვანად საჭიროა ბენზინში დასველებული ნაჭრით. მელნის ლაქები მოშორდება სპირტით.

 

ტყავის ნაკეთობის გაწმენდის ყველაზე მარტივი საშუალებაა წყალში დასველებული ნაჭრის ან ღრუბელის გამოყენება. შემდეგ აუცილებელია ტყავის გაწმენდა რბილი ქაღალდით ან პირსახოცით. ეს ყველაზე მსუბუქი მეთოდია, მაგრამ იგი უძლურია რთულად ჩამჯდარი ჭუჭყის მიმართ.

 

თუ ტანსაცმლის გაწმენდა არ გამოდის მხოლოდ წყლით, მაშინ შეგიძლიათ დაუმატოთ მას საპონი. ამ შემთხვევაში წყლით წმენდის ეფექტი ბევრად გაიზრდება.

 

საკმაოდ ეფექტურ საწმენდ საშუალებას წარმოადგენს ლიმონის წვენი. წაუსვით იგი ქურთუკს და წმენდისას მიიღებთ უკეთეს ბზინვარებას. თანაც, ლიმონს შეუძლია ბენზინის ან გამხსნელის სუნის გაქრობა, თუ აქამდე გასაწმენდათ იყენებდით ამ საშუალებებს.

 

ტყავის ტანსაცმლის გაწმენდისას, როგორ წესი, საუბარია არა მარტო გასუფთავებაზე, არამედ მატერიის აღდგენაზეც. თუ ტყავი მშრალი და უხეშია, მაშინ შეგიძლიათ წყალს დაუმატოთ გლიცერინი. დაასველეთ ღრუბელი ამ ხსნარში და წაუსვით ქურთუკს. გარდა გაწმენდისა შედეგად მიიღებთ ტყავის დარბილებას.

 

არსებობს კიდევ ერთი მეთოდი ტყავის ნივთის დასარბილებლად და უსიამოვნო სუნის გასაქრობად - სათანადოდ გაწმინდეთ ნივთი ფორთოხლის ქერქით. იგი შეიცავს ეთერულ ზეთებს, რომლებიც გააუმჯობესებენ ტყავის მდგომარეობას და მოაშორებენ სუნს, ხოლო ორგანული მჟავა დაგეხმარებათ ჭუჭყის დაშლაში. გამომდინარე ტანსაცმლის დაბინძურებიდან, შეიძლება დაგჭირდეთ დიდი რაოდენობით ფორთოხლის ქერქი, ერთი ცალი ფორთოხალი ნამდვილად არ გეყოფათ. ამ მეთოდს აქვს ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაკლი - შესაძლებელია მან დატოვოს კვალი ძალიან ღია ფერის და თეთრი ფერის ტანსაცმელზე. შესაძლებელია მათი მოშორება, მაგრამ ამასთან ერთად დაიკარგება ეთერული ზეთების ეფექტი, რის გამოც გაწმინდეთ ნაკეთობა ფორთოხლის ქერქით.

 

ტყავის ნაკეთობისათვის ბრწყინვალებისა და სირბილის მისაცემად გამოიყენება ათქვეფილი კვერცხის ცილა. წაუსვით იგი ქურთუკს, შემდეგ გაწმინდეთ მსუბუქი სველი ღრუბელით. ტანსაცმლის გაშრობის შემდეგ თქვენ შეამჩნევთ შედეგს. სამწუხაროდ, ეს მოვლის მეთოდი უფრო არის, ვიდრე გაწმენდის, ვინაიდან ცილა არ შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს და შეუძლია იმავე რაოდენობის უჭყის მოცილება, რაც წყალს.

 

ტყავის ნივთების მსუბუქი გაწმენდისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ რძე. ეს მეთოდი ძალიან კარგია ღია ფერისა და თეთრი ტანსაცმლისათვის. რძე არ ტოვებს კვალს, მის შემადგენლობაში მყოფი ცხიმები კი ნაკეთობას შესძენს სირბილესა და ელასტიურობას.