როგორ გავწმინდოთ ქურქი სახლის პირობებში - rogor.ge

როგორ გავწმინდოთ ქურქი სახლის პირობებში

 

ჭუჭყისა და ნადებისაგან ქურქის გაწმენდა შესაძლებელია საპნის ქაფისთვის ნიშადურის სპირტის დამატებისგან მიღებული ნაზავის საშუალებით. არსებობს კიდევ ერთი ხსნარი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი ტანსაცმლის გასაწმენდად. ნახევარ ლიტრ წყალზე დაგჭირდებათ 20 გრამი გლიცერინი, 20 გრამი ნიშადურის სპირტი და 5 გრამი ბორი. იმისათვის, რომ გაუმკლავდეთ ჩამჯდარ ჭუჭყსა და ნადებს ქურქი გასაწმენდათ გამოიყენეთ უხეში ჯაგრისი.

 

მცირე ლაქების უმრავლესობის ამოყვანა შესაძლებელია საკანცელარიო საშლელით. უბრალოდ გაუსვით იგი დასვრილ ზედაპირს. მტვრისგან გასაწმენდად გამოიყენეთ მტვერსასრუტი. ქურქის გასაწმენდად ასევე გადმოდგება თეთრი პურის ქერქი. თუ თქვენი საყვარელი ნივთის ფერი გახუნდა, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალურ მაღაზიებში გაყიდვადი ქურქის საღებავი.

 

გაწმენდის შემდეგ სათანადოდ გააშრეთ ქურქი. უმჯობესი იქნება გასაშრობად ჩამოკიდოთ იგი საკიდზე და დატოვოთ იქ გაშრობამდე. ეს პროცედურა აუცილებელია იმისათვის, რომ ქურქმა არ დაკარგოს თავისი ფორმა.