როგორ ვიშოვოთ ფული oDesk.com-ზე - rogor.ge

როგორ ვიშოვოთ ფული oDesk.com-ზე

 

დასაწყისისათვის, დაბალი ანაზღაურებით მუშაობას ჯობია ($10-$20), რეიტინგს, რომ აიმაღლებთ და დამკვეთისათვის საკუთარი პროფილის საამაყოდ წარდგენა შეგეძლებათ. მერე მოუმატეთ საათობრივი ანაზღაურების სალდოს. პროფილი იქონიეთ მაქსიმალურად ადვილი წასაკითხი, მოკლე, ლაკონურად გადმოცემული აზრი თქვენი skill-ების შესახებ გაცილებით მეტ შანსს იძლევა დასაქმების ვიდრე ვეფხისტყაოსანი დაწერილი description-ში.

 

როგორ შევუკვეთოთ Payoneer Debit Card რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მარცხენა, ზედა მხარეს, პოულობთ ღილაკს Wallet და შედიხართ. My Withdrawal Methods - ში ამატებთ Payoneer - ს (Set Up).

 

აჭერთ ღილაკს Get Your Prepaid MasterCard card Now!

 

იწყებთ ინფორმაციის შეყვანას

 

პირველი ნაბიჯია 'შიფინგ' ინფოს შეყვანა. [i]საფოსტო ინდექსები იხილეთ ბმულზე http://georgianpost.ge[/i]

 

შემდეგ შეგყავთ პირადი პარამეტრები (ინფორმაცია)

 

შემდეგ ეტაპზე ირჩევთ თქვენი დოკუმენტის ტიპს. წერთ პირადობის ნომერს (ჩემს შემთხვევაში) და უთითებთ ქვეყანას (თუ უკვე არაა მითითებული).

 

დაეთანხმეთ წესებსა და პირობებს. თუ ყველაფერი სწორად შეავსეთ, უნდა მიიღოთ მსგავსი შეტყობინება, როგორიც ნაჩვენებია სურათზე.

 

როდესაც ყველა საფეხურს წარმატებით გაივლით, უკვე მზად ხართ აიღოთ შეკვეთები დამკვეთისაგან, როგორც საათობრივი ასევე Fixed ანაზღაურებით. კარგი იქნება თუ გაივლით ტესტებსაც.