როგორ გავისროლოთ "ფეიერვერკი" უსაფრთხოდ - rogor.ge

როგორ გავისროლოთ "ფეიერვერკი" უსაფრთხოდ

 

არავითარ შემთხვევაში არ მოუკიდოთ ცეცხლი ფითილს თუ ხელში გიჭირავთ ფეიერვერკი, ვინაიდან თქვენ შეიშლება ვერ გააკონტროლოთ ის და მიიღოთ სხვადასხვა სახის დაზიანება/დამწვრობა.

 

შეარჩიეთ ადგილი, სადაც არ იქნება ხეები ახლოს ან სხვა სახის დაბრკოლება, როგორიცაა კორპუსი, სახლი, ბილბორდი და ასე შემდეგ.

 

ჩაარჭეთ ფეიერვერკი თოვლში ან მიწაში და დარწმუნდით, რომ ის მყარად იქნება მიმართული ცისკენ (იმ მხრიდან სადაც ფითილია).

 

დარწმუნდით, რომ თქვენი ფეიერვერკი არ არის მიმართული რამე სახის ობიექტისკენ.

 

მოუკიდეთ ფითილს და ფეიერვერკიდან მინიმუმ 5 ნაბიჯის მოშორებით გადაადგილდით. თუ თქვენთან ერთად სხვებიც არიან მათაც სთხოვეთ, რომ თქვენს მსგავსად მოიქცნენ.

 

დაელოდეთ შოუს დაწყებას. იმ შემთხვევაში თუ ფეიერვერკი რამე მიზეზის გამო არ მუშაობს, არ მიუახლოვდეთ მას, ვინაიდან სხვადასხვა ფეიერვერკს სხვადასხვა დრო ჭირდება "შოუს" დასაწყებად.

 

მას შემდეგ რაც ფეიერვერკის მოქმედება დასრულდება, დატოვეთ ის ადგილზე. არ მიუახლოვდეთ! ვინაიდან შეიძლება კიდევ იყოს დარჩენილი მისი ნაწილი.

 

მიაკითხეთ ადგილს სადანაც გაისროლეთ ფეიერვერკი შემდეგ დღეს, აიღეთ ფეიერვერკის "ნარჩენები" და გადაყარეთ.