როგორ დავაპატარავოთ ფოტო (სურათი) - rogor.ge

როგორ დავაპატარავოთ ფოტო (სურათი)

 

გახსენით სურათი ფოტოშოპში

 

დააჭირეთ CTRL + ALT + I ან Image -> Image Size გახსნილ ფანჯარაში Width-ში მიუთითეთ სასურველი სიგანე (პიქსელებში), ხოლო Height-ს (სიმაღლე) ავტომატურად გამოიანგარიშებს პროგრამა (თუ მონიშნულია Constrain Proportions), რათა არ დაირღვეს პროპორცია და არ გაიწელოს სურათი. თუ სტილები გაქვთ დადებული სურათზე, მონიშნეთ Scale Styles. ბოლოს, მონიშნეთ Resample Image და ჩამოსაშლელი მენიუდან ამოირჩიეთ Bicubic Sharper (best for reduction) პარამეტრების შეყვანის შემდეგ დააჭირეთ OK-ს

 

ფაილის შესანახად დააჭირეთ CTRL + SHIFT + S ან File Save As, მონიშნეთ სასურველი ფორმატი (ჩვენს შემთხვევაში გვაქვს ფოტო თავისი ხედით და არა რამე ილუსტრირებული სურათი, ან ხატული რომელსაც PNG ში შევინახავდით). ამოირჩიეთ Format (ფორმატი) JPEG, დაარქვით სახელი და დააკლიკეთ Save ღილაკზე. გახსნილ ფანჯარაში Quality დააყენეთ 10-ზე, Format Options - Baseline Optimized, შემდეგ OK და შეინახეთ დაპატარავებული ფოტოსურათი.

 

Smush.it™ - Yahoo-ს ძალიან კარგი ხელსაწყო, რომლელსაც გააჩნია სპეციალური ალგორითმი რის მიხედვითაც სურათს უკეთებს კომპრესირებას, აპატარავებს მოცულობაში ისე, რომ არ ცვლის მიზ ზომას (პროპორციებს) და რაც მთავარია არ უკარგავს ხარისხს.