როგორ დავაპატარავოთ სურათი ხარისხის დაკარგვის გარეშე (Photoshop) - rogor.ge

როგორ დავაპატარავოთ სურათი ხარისხის დაკარგვის გარეშე (Photoshop)

 

დასაპატარავებელი სურათი გახსენით Adobe Photoshop-ის საშუალებით. მენიუში File (Файл) ამოირჩიეთ ბრძანება Open (открыть) და მოძებნეთ სასურველი ფოტო საქაღალდეში. | Adobe Photoshop-ის ოფიციალური გვერდის ბმული |

 

ამ სურათის ზომა 1024х798 პიქსელია. თუ მის ზომას მაშინვე დაიყვანთ 300 პიქსელამდე, მაშინ გამოსახულება გახდება წაშლილი და ბუნდოვანი. ამიტომაც, ჯერ შეამცირეთ 50%-ით. ამისათვის მენიუში Image (изображение) ამოირჩიეთ ბრძანება Image Size (размер изображения) და და გახსნილ ფანჯარაში მიუთითეთ სიგრძე და სიგანე პროცენტებში.

 

სურათი ორჯერ შემცირდება, მაგრამ დაკარგავს სიმკვეთრეს. მენიუში Filter (фильтр) ამოირჩიეთ ბრძანება Sharpen (резкость) და დააკლიკეთ Sharpen More (резкость +)-ს. ამ მოქმედებების შესრულების შემდეგ გამოსახულება უფრო მკვეთრი გახდება.

 

იმისათვის, რომ სურათმა არ დაკარგოს ფერები, შესაძლებელია მისი გაჯერება. ამისათვის მენიუში Image (изображение) ამოირჩიეთ ბრძანება Adjustment (коррекция) და აირჩიეთ პუნქტი Saturation (насыщенность). სლაიდერის მარჯვნივ გაწევით, გაჟღენთილობის მაჩვენებელი გაზარდეთ 15-მდე.

 

შემდეგ გამოსახულება შეამცირეთ 300 პიქსელამდე. ისევ ამოირჩიეთ ბრძანება Sharpen (резкость), მაგრამ ამჯერად დააკლიკეთ დაფას - Unsharp Mask (контурная резкость). გახსნილ ფანჯარაში სლაიდერის მარჯვნივ გაწევით Unsharp Mask (контурная резкость) დააყენეთ 60-ზე. შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი რიცხვები, დააკვირდეთ როგორ იცვლება გამოსახულება და შეარჩიოთ ის ვარიანტი, რომელიც მოგეწონებათ.

 

დარჩა მხოლოდ გამოსახულების შენახვა. ამისათვის მენიუში File (файл) ამოირჩიეთ ბრძანება Save for Web (сохранить для Web). გამოსახულება გამოჩნდება ახლად გახსნილ ფანჯარაში. ფაილის გაფართოებად მიუთითეთ jpeg, Quality (качество) 58-60 მდე და დასვით ნიშნული Optimized(оптимизация)-ზე. შეინახეთ სურათი სასურველ საქაღალდეში.