როგორ მოვამზადოთ შუბა (კლასიკური) - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ შუბა (კლასიკური)

 

სტაფილო, კარტოფილი და ჭარხალი მოვხარშეთ ცალ-ცალკე. მოხარშული პროდუქტი გაფრცქვენით, გააგრილეთ და გახეხეთ სახეხის მსხვილ მხარეზე.

 

ქაშაყის ფილე დაჭერით მცირე კუბებად. შეარჩიეთ დიდი თეფში, რომელზეც მოათავსებთ ქაშაყის პირველ ფენას, შემდეგ კი მოასხით მაიონეზი.

 

დააფინეთ კარტოფილის ფენა, მოასხით მაიონეზი, შემდეგ სტაფილოს ფენა, იმასაც მოასხით მაიონეზი. ბოლოს დავამთავროთ ჭარხლის ფენით. მოასხით მაიონეზი და მორთეთ ოხრახუშის ფოთლებით.