როგორ ამოვჭრათ ვოკალი სიმღერიდან (Audacity) - rogor.ge

როგორ ამოვჭრათ ვოკალი სიმღერიდან (Audacity)

 

პრიველ რიგში, დაიმახსოვრეთ, რომ "მინუსი" (ფონოგრამა) ნიშნავს თავდაპირველ ვერსიაში ვოკალის ხარისხის დადაბლებას, რადგან გადაკეთების შემდეგ სიმღერის შემსრულებლის ხმა თითქოს იკარგება, მაგრამ მისი გაქრობას სახლის პირობებში ძნელად წარმოსადგენია. | Audacity 2.0.2-ს გადმოსაწერი ბმული | ზომა: 8.3 mb |

 

მუსიკალურ ფაილებთან სამუშაოდ გადმოწერეთ აუდიო-რედაქტორი Audacity. იგი გამოირჩევა სიმარტივითა და მოსახერხებელი სამუშაო გარემოთი.

 

მართვის პანელზე განთავსებულ Файл ღილაკის საშუალებით ჩატვირთეთ სასურველი სიმჭერა რედაქტორში ("Файл" - "Открыть"). შეეცადეთ შეარჩიოთ სიმღერა, რომელშიც ნაკლებადაა სხვადასხვა სახის მუსიკალური ინსტრუმენტები, თუ მათი რაოდენობა დიდია და ისინი ჩაწერილია სხვადასხვა ტალღაზე, მაშინ თქვენ არა მარტო ძლიერ გააფუჭებთ მუსიკის ხარისხს, არამედ სიმღერის ამოჭრისასაც შეგექმნებათ პრობლემები.

 

თქვენი სიმღერა გაიხსნება რედაქტორში. უფრო მოსახერხებლად მუშაობისათვის გამოიყენეთ გამადიდებელი ღილაკი, რომელიც სამუშაო პანელზე აღნიშნულია + სიმბოლოთი. გადიდების გარდა თქვენ შეგიძლიათ გამოსახულების გაწელვა მაუსის საშუალებით.

 

შემდეგ მუსიკალური ფაილი დაყავით ორ მონო-ტალღად. ამისათვის დააჭირეთ ისარს აუდიოს გამოსახულებიდან გამჯვნივ და აირჩიეთ - Разделить стерео на моно.

 

შემდეგ მაუსით მთლიანად აურჩიეთ ტალღებიდან ერთ-ერთი, შემდეგ გამოიყენეთ Эффекты -> Инвертирование. ეს არის მოცემული სამუშაოს მთავარი ნაბიჯი. თუ მოსმენის შემდეგ არ მოგეწონებათ ეფექტი, თქვენ შეძლებთ მიღებულ შედეგის უარყოფას და სხვა ტალღის საშუალებით სამუშაოს ხელახლა შესრულებას, შესაძლოა შემდეგი ცდა წარმატებული აღმოჩნდეს.

 

ზემოთაღნიშნული მოქმედებების შესრულების შემდეგ, თქვენი ფონოგრამა მზად იქნება. რა თქმა უნდა, მისი ხარისხი არ იქნება იდეალური, მაგრამ უკეთესი ეფექტის სახლის პირობებში მიღება ძალიან საეჭვოა. ბოლოს საჭიროა მიღებული მუსიკის შენახვა. ამისათვის აირჩიეთ Файл -> Экспортировать. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ფორმატი და შეინახეთ.