როგორ დავაღწიოთ თავი სქესობრივ სისუსტეს (ხალხური მედიცინა) - rogor.ge

როგორ დავაღწიოთ თავი სქესობრივ სისუსტეს (ხალხური მედიცინა)

 

ავურიოთ ერთმანეთში დიყის გამხმარი და დაქუცმაცებული ფესურისა და ნაყოფის თანაბარი ნაწილები - წონის მიხედვით. 70გრ ნარევს დავასხათ 1 ლ. წყალი, ვხარშოთ დახურულ ჭურჭელში ნელ ცეცხლზე 10 წთ, გადავდგათ და შეფუთული დავაყენოთ 10 წთ. გავწუროთ. ვსვათ თითო ჭიქა სამჯერ დღეში საჭმლის მიღებამდე 15-20 წთ-ით ადრე.

 

ავიღოთ ნიახურის გამხმარი, დაქუცმაცებული ფოთლებისა და დიდი კამის (ცერეცოს) ნაყოფის თანაბარი რაოდენობა. 200 გრამ ნარევს დავასხათ 1 ლ. მშრალი ყურძნისგან დამზადებული ღვინო, დავაყენოთ ერთი თვე ბნელ და ცივ ადგილას, პერიოდულად შევანჟღიოთ და ხმარების წინ გავწუროთ. ვსვათ თითო მიღებაზე 150 გრ ჭამის შემდეგ.

 

დეპრესიისა და დათრგუნვილი ფსიქიკური მდგომარეობის დროს, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს სქესობრივ სფეროზე, კარგ შედეგს იძლევა შემდეგი ნაყენი: უნდა აიღოთ ქინძის თესლი100 გრ, დაასხათ 0.5 არაყი, დააყენოთ, ბნელ ადგილას 2 კვირის განავლობაში და პერიოდულად შეანჯღრიოთ, გაწურვის შემდეგ მიიღეთ 10-15 წვეთი დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

 

სქესობრივი სისუსტის მიზეზი თუ გონებრივი გადაღლაა, უნდა შეურიოთ ერთმანეთში შავბალახას, რეჰანისა და დიყის აყვავებული ყუნწების წონით თანაბრი ნაწილები. 6 ს/კ ნარევს დაასხით 1ლ მშრალი ყურძნის ღვინო, დააყენეთ დღე-ღამის განმავლობაში, პერიოდულად შეანჯღრიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე, გადადგით, მჭიდროდ შეფუთეთ და გააჩერეთ 2 სთ, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 100 გრ 3-ჯერ დღეში ჭამამდე.

 

სპერმის ნაადრევად გამოყოფის შემთხვევაში კარგად შველის სვიის გირჩების ნაყენი. დოზა: 1 ს/კ გირჩები ერთ ჭიქა მდუღარე წყალში. დააყენეთ თერმოსში ღამის განმავლობაში. პირველ კვირას მიიღეთ 150 გრ დღეში 3-ჯერ. მეორე კვირას დღეში 2-ჯერ.

 

მინდვრის სამყურას (ან ჭინჭრის) თესლები - 1 ს/კ მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 20მლ წითელი ღვინო და ჩადგით მდუღარე აბაზანაში 30 წთ-ით. მიიღეთ თითო ს/კ დღეში 3-ჯერ.