როგორ ვიცხოვროთ ძლიერი ადამიანის ცხოვრების წესით (კ. ნიშის მიხედვით) - rogor.ge

როგორ ვიცხოვროთ ძლიერი ადამიანის ცხოვრების წესით (კ. ნიშის მიხედვით)

 

ნუ გაექცევით შიშს. გაანალიზეთ იგი და მიიღეთ შიში, როგორც მხოლოდ ფიზიკური გრძნობა. შიშს რომლის თვალებში შეხედვისაც გვეშინია, შეუძლია მოგვკლას. დააკვირდით თქვენს შიშებს და ნუ აჰყვებით მათ. იფიქრეთ მათზე, როგორც ფილმზე, რომელიც კინოში იხილეთ. ის, რასაც ეკრანზე უყურებთ, სინამდვილეში არ არსებობს. შიში მოვა და წავა ისევე, როგორც კადრები ეკრანზე, ცხადია, თქვენ თვითონ თუ არ ჩაეჭიდებით მას.

 

ნუ იცხოვრებთ წარსულით. გახსოვდეთ, არასდროს არ არის გვიან ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ იმისათვის, რომ შეცვალოთ უნდა გათავისუფლდეთ წარსულისგან. ნუ იცხოვრებთ წარსული წარუმატებლობებისა და დანაკარგების ტვირთით. ეს ყოველივე უკვე წავიდა. იცხოვრეთ დღევანდელი დღით.

 

ნუ შეალევთ ძალებს საკუთარი თავის სიბრალულს. ეს ენერგიის სრულიად უშედეგო ხარჯვაა. საკუთარი თავის სიბრალული, წყენა, გაიძულებთ წრეზე იბრუნოთ, კვლავ და კვლავ დაუბრუნდეთ ერთსა და იმავე უსიამოვნო აზრებს. წლობით გულში ნატარებმა წყენამ შეიძლება კიბო დაგმართოთ. სისულელეა ახლა დაისაჯოთ თავი იმისათვის, რომ წასულში ვიღაცამ გაწყენინათ. გათავისუფლდით წარსულისგან მიტევების საშუალებით. მიტევება ეს თავის დაღწევაა ბოღმისა და ტკივილებისგან და პირიქით, მიუტევებლობა დამანგრევლად მოქმედებს თავად ჩვენზე.

 

ნუ ჩაებღაუჭებით ცუდ აზრებს. იფიქრეთ და ილაპარაკეთ ყოველთვის იმაზე, რაც კარგია თქვენს ცხოვრებაში. შემოაბრუნეთ თქვენი აზრები პოზიტიური მიმართულებით. არასდროს არ მიცეთ ნეგატიურ აზრებს იმის საშუალება, რომ დაეუფლონ თქვენს გონს.

 

ყველდღე დაგეგმეთ რაც შეიძლება მეტი ისეთი საქმე, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ. დაიტოვეთ დრო კინოთეატრში, გამოფენებზე, მეგობრებთან ნათესავებთან წასასვლელად, დაესწარით გასართობ ღონისძიებებს, ოღონდ თავს ნუ აიძულებთ წაქცევამდე იმხიარულოთ - უბრალოდ, თქვენი იქ ყოფნა ჩათვალეთ საჭიროდ.

 

დაეხმარეთ სხვებს და თქვენვე იგრძნობთ შვებას. როდესაც ადამიანი ეხმარება სხვას, ის ამავდროულად თვითონაც იღებს სიამოვნებას, რომ შეუძლია სხვების დახმარება. ეს ხომ უკვე პრივილეგიაა, როცა თქვენ ეხმარებით სხვას და იმ მომენტში თქვენ არ ხართ გასაჭირში აქეთ დასახმარებელი.

 

მიუხედავად იმისა, თუ როგორ გრძნობთ თავს, ეცადეთ ღირსეულად გამოიყურებოდეთ და მოიქეცით ისე, როგორც იღბლიანი ადამიანი მოიქცეოდა. თუ თქვენ მართლა აღიჭურვეთ ნებისყოფითა და საკუთარი სირთულეების გადალახვის სურვილით, გჯეროდეთ, წარმატება დიდხანს არ დააყოვნებს.