როგორ გავრეცხოთ და მოვუაროთ ველოსიპედს - rogor.ge

როგორ გავრეცხოთ და მოვუაროთ ველოსიპედს

ველოსიპედი შეგიძლიათ გარეცხოთ კერხერით, ავტოსამრეცხაოში, ან ეზოში, სარწყავი მილის გამოყენებით. არ დაგავიწყდეთ, რომ გარეცხვისთანავე საგულდაგულოდ და კარგად გაამშრალოთ.

შეამოწმეთ, სჭირდება თუ არა ჰაერის დამატება ან ზედმეტად ხომ არ არის დაბერილი ბორბლები. თუ ბორბალი არ არის ბოლომდე დაბერილი, არაკომფორტული ხდება ველოსიპედით გადაადგილება. ზედმეტად დაბერვის შემთხვევაში ჩნდება საშიშროება საბურავების გასკდომის. ასე, რომ აუცილებლად დაარეგულირეთ წნევა ბორბლებში.

თუ ველოსიპედის შენახვას აპირებთ გარკვეული პერიოდით, შეასუსტეთ ან ჩახსენით სამუხრუჭე "ტროსი". სიჩქარის გადამრთველებისთვისაც კარგია ტროსების შესუსტება. ასე, რომ დააყენეთ ისინი ყველაზე ნაკლებად დაჭიმულ ნორმაზე.

ჯაჭვი უმჯობესია მოხსნათ და ცალკე გარეცხოთ. დაელოდეთ გაშრობას და შემდეგ დაზეთეთ. ამ გზით თქვენ დაიცავთ მას დაჟანგვისგან.

თუ ველოსიპედი ისეთ ადგილას გაქვთ შენახული სადაც ტემპერატურული რეჟიმი არასტაბილურია, მაშინ ზეთით ოდნავ დაასველეთ ნაჭერი და ველოსიპედის რკინის ნაწილები გაწმინდეთ.

ველოსიპედს შესანახად თუ არათანაბრად გააჩერებთ, მაშინ წნევა დააყენეთ მაქსიმალურად საშუალო მაჩვენებელზე, რადგან თავიდან აიცილოთ ბორბლების დეფორმაცია. თვეში ერთხელ შეამოწმეთ წნევა ბორბლებში და საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ მას ჰაერი. ყველაზე საუკეთესო ვარიანტია დაკიდოთ კედელზე. ამ შემთხვევაში სიმძიმე არ დააწყვება ბორბლებს.

ველოსიპედი შეინახეთ ისეთ ადგილას, სადაც იქნება ნაკლები ნესტი და ასევე მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და თქვენ მნიშვნელოვნად გაუხანრგძლივებთ სიცოცხლეს თქვენს ველოსიპედს.