სპორტი და ფიტნესი

გუნდური სპორტის სახეობები

წყალბურთი

როგორ ვითამაშოთ წყალბურთი

ავტორი: საბა მდივნიშვილი

წყალბურთი გუნდური თამაშის სახეობაა, რომელშიც თითოეული გუნდი შედგება 7 მოთამაშისგან. თამაშის მიზანია დაიცვათ საკუთარი კარები და ბურთი მოათავსოთ მოწინააღმდეგის კარებში. მოთამაშეებს არ აქვთ ფსკერთან ან გვერდებთან შეხების უფლება, ისინი თამაშის მიმდინარეობისას მუდმივად უნდა იყვნენ წყლის ზედაპირზე. თამაში შედგება 4 პერიოდისაგან, რომელიც გრძელდება ზუსტად 7 წუთი და მათ შორის შესვენება გრძელდება 2 წუთის განმავლობაში. თამაშის დარღვევებისას თამაშის შეჩერების გამო, რეალურად თამაში გრძელდება 65-70 წუთი.

 

საფეხურები

  1. 1 თამაშის დასაწყისი
    თამაშის დაწყებისას თითოეული გუნდი ეწყობა საკუთარი კარების გასწვრივ. ბურთი მოთავსებულია აუზის ცენტრში სპეციალურ ტივტივაზე. მსაჯის სასტვენის ხმაზე ტივტივა ჩადის ქვევით, ხოლო ბურთი რჩება წყლის ზედაპირზე. ორივე გუნდის ყველაზე სწრაფი მოცურავე მიემართება ბურთისკენ რაც შეუძლია სწრაფად, იმისათვის, რომ დაეუფლოს ბურთს. ორივე გუნდი ბურთის ტარებითა და გადაწოდებით უახლოვდება მოწინააღმდეგის კარებს, ბურთის სროლისათვის. მხოლოდ მეკარეს აქვს უფლება დაიჭიროს ბურთი ორი ხელით. თამაშის დარღვევად ითვლება ბურთის წყლის ქვეშ გაჩერება, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოხდა წესის დარღვევა, გამოწვეულის შეგნებულად თუ შემთხვევით.
  2. 2 ანგარიში
    თავდამსხმელ გუნდს სროლიათვის აქვს 35 წამი. გოლი ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ბურთმა სრულად გადაკვეთა კარების ხაზი. თუ 35 წამის განმავლობაში სროლა არ მოხდება, მაშინ შეტევის დასაწყებად ბურთი გადაეცემა მოწინააღმდეგეს.
  3. 3 დარღვევები
    იკრძალება ბურთის ორი ხელით დაჭერა, ბურთის წყლის ქვეშ ჩატანა, უბურთო მოთამაშეზე შეტევა, მოწინააღმდეგისათვის ხელის კვრა. პენალტი ინიშნება, თუ დარღვევა მოხდა დაცვის 4 მეტრიან ზონაში. უფრო მკაცრი სასჯელი არის მოთამაშის 20 წამით გაძევება. გაძევება გრძელდება პირველ გოლამდე ან ბურთის მფლობელი გუნდის შეცვლამდე.

    თუ ბურთი შემტევის ხელიდან გასცდება კარებს, დამცავი გუნდი თამაშს განაახლებს კარებიდან , ხოლო თუ ბურთი გადავიდა დამცველის ხელიდან, მაშინ შემტევ გუნდს ეძლევა კუთხური ჩაწოდება. კარებიდან ნასროლი ხორციელდება მეკარის მიერ 2 მეტრიანი ზონიდან. კუთხური ჩაწოდება ხორციელდება 2 მეტრიანი ზონის კუთხიდან.
  4. 4 ფრე
    თუ თამაშის ძირითადი დროის დასრულებამდე ანგარიში თანაბარია, მაშინ გუნდებს ეძლევათ 5 წუთიანი შესვენება, ორი 3 წუთიანი დამატებითი პერიოდის სათამაშოდ. თუ ამ დროის განმავლობაშიც არ გამოვლინდა გამარჯვებული, თამაში ბედს გადაწყვეტს დროში შეუზღუდავი ტაიმი, რომელიც გრძელდება პირველი გოლის გატანამდე. მისი გამტანი გუნდი ცხადდება გამარჯვებულად.
  5. 5 სათამაშო მოედანი
    თამაში შეიძლება ჩატარდეს 50 მეტრიან უბრალოდ აუზში, მაგრამ სიღრმე უნდა შეადგენდეს მინიმუმ 2 მეტრს მოედნის მთელ ტერიტორიაზე, იმისათვის, რომ მოთამაშეები მუდამ იმყოფებოდნენ წყლის ზედაპირზე. მოედნის ზომა, რომელიც შეზღუდულია მოტივტივე გამოყოფებით არის - 30მх20მ-ზე მამაკაცებისათვის, ხოლო 25მх17მ-ზე ქალებისათვის. ფერადი ტივტივები აღნიშნავენ მოედანზე წარმოსახვით ხაზებს: წითლები - კარებითან მდებარე 2 მეტრიან ზონას, თეთრები - მოედნის ნახევარს, ყვითლები - 4 მეტრიან, ხოლო მწვანეები - 7 მეტრიან ზონას. წითელი სპეციალური ზონები ყოველთვის განლაგებულია ყველა მოედნის უკან. კარების ზომა: სიგრძე - 3 მეტრი, სიმაღლე - 90 სმ. ისინი ასევე იმყოფებიან წყლის ზედაპირზე.
  6. 6 სხვა წესები
    მოთამაშეებს არ აქვთ 2 მეტრიანი ზონის გადალახვის უფლება თუ იმყოფებიან იმ ხაზის უკან, რომელზეც მდებარეობს ბურთი. მეკარეს შეუძლია აიღოს, დაიჭიროს და ისროლოს ბურთი, მხოლოდ 4 მეტრიანი ზონის ფარგლებში; ისინი მთელი თამაშის განმავლობაში უნდა იმყოფებოდნენ საკუთარ ნახევარზე; მოწინააღმდეგის დარყმა და ხელისკვრა ითვლება დარღვევად, ისევე, როგორც ფეხებით შეხება და დარტყმა; მოთამაშე, რომელსაც მოსდის სისხლი დაუყონებლივ ტოვებს მოედანს; გოლის შემდეგ მოთამაშეები განლაგდებიან საკუთარი ნახევრის ნებისმიერ პოზიციაზე; შეცვლების განხორციელება დაშვებულია ნებისმიერ დრო.
  7. 7 შეჯიბრებების ფორმატი
    მამაკაცთა შეჯიბრებებში ყველა გუნდი წრიული შეხვედრებისათვის იყოფა 2 ჯგუფად, რომელთაგანაც თითოეული შედგება 6 გუნდისგან. საუკეთესო 4 გუნდი გადადის ნახევარფინალში და იწყება გავარდნაზე თამაში. ქალების გუნდები ატარებენ წინასწარ წრიულ შეხვედრებს, რომლის შემდეგაც 4 საუკეთესო გადის ნახევარფინალში. ორი გავარდნილი გუნდი ერთმანეთში ასპარეზობს 5-6 ადგილის მოსაპოვებლად.