როგორ აღვადგინოთ მკვდარი წერტილი LCD ეკრანზე - rogor.ge

როგორ აღვადგინოთ მკვდარი წერტილი LCD ეკრანზე

 

პირველ რიგში, ჩაუწიეთ ეკრანს სიკაშკაშე (Brightness) ბოლომდე დაახლოებით 10 ზე (მაგრამ არ გათიშოთ). [i]ლეპტოპის შემთხვევაში ღილაკების კომბინაციით, ხოლო დიდი მონიტორის შემთხვევაში Menu-ს ღილაკებით.[/i] გათიშეთ ეკრანი ღილაკიდან (არა დენის წყაროდან).

 

აიღეთ ტყავის პატარა (ან უბრალო) (თხელი) ნაჭერი, დაასველეთ და რაც შეიძლება კარგად გაწურეთ, მხოლოდ სინესტე, რომ იგრძნობოდეს ხელის შეხებისას.

 

წამოაცვით ნაჭერი კალამზე ან ფანქარზე (უკანა მხარეს) და დააჭირეთ იმ ადგილზე, სადაც მკვდარი წერტილია. [i](შეეცადეთ სხვაგან არ დაგეჭიროთ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ახალი წერტილების გამოჩენა.)[/i]

 

ამოძრავეთ კალამი ძალიან ნელა წრეზე, თითქოს მასაჟს აკეთებთ ერთ წერტილზე.

 

სანამ კალამი გაქვთ დაჭერილი, ჩართეთ მონიტორი.

 

ეკრანის ჩართვისას, შავი წერტილები უნდა გაქრეს.

 

იმ შემთხვევაში თუ ზემოთ მოყვანილმა მეთოდმა არ გაამართლა, გადმოიწერეთ პროგრამა (Windows-თვის) PixelRepairer.

 

გახსენით პროგრამა, დააჭირეთ Repair-ს (გამადიდებლის ქვემოთა ღილაკს), შემდეგ Add, "Size" დააყენეთ 15-20-ზე, ხოლო Frequency 40-70 ზე და მაუსით გადაიტანეთ მოციმციმე კვადრატი მკვდარ წერტილზე.

 

ჩაკეცეთ პროგრამა, დატოვეთ მონიტორი ჩართული და დელოდეთ დაახლოებით 1 საათი.

 

პროცესმა უნდა გამოიღოს შედეგი და გააქროს შავი წერტილები ეკრანიდან.