სპორტი და ფიტნესი

გიმნასტიკა & აკრობატიკა

როგორ ვისწავლოთ აკრობატიკა

ავტორი: საბა მდივნიშვილი

დაინტერესდით აკრობატიკით? გსურთ გახდეთ ისეთივე მოხერხებული და ძლიერი, როგორც ფილმი "მე-13 რაიონის" გმირები? ყველაფერი თქვენს ხელთაა. მთავარია ვარჯიშებს მიუდგეთ მთელი სერიოზულობით, მიზანდასახულობით და მონდომებით, ვინაიდან თავისი შინაარსით ყველა აკრობატული ვარჯიში - ეს არის კოორდინაციის რთული ვარჯიში.

 

საფეხურები

  1. 1 იმისათვის, რომ რამე მაინც ისწავლოთ, დაიმახსოვრეთ რამდენიმე აუცილებელი პირობა, რომლებიც ითვლება აქსიომად და მოითხოვენ უპირობო შესრულებას: რეგულარული ვარჯიშები (შეადგინეთ ინდივიდუალური გრაფიკი და მკაცრად დაემორჩილეთ მას), მკაცრად შეასრულეთ ვარჯიშის ყველა მოთხოვნა, გაუკეთეთ ანალიზი თქვენს მიერ შესრულებული ელემენტების დროს დაშვებულ შეცდომებს, არ გადაახტეთ ვარჯიშის ეტაპებს.
  2. 2 ბოლო პირობის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს გარკვეული ვარჯიშების სია, რომლებზეც აგებულია ყველა აკრობატული ნახტომი. ამ სავარჯიშოების ამოცანაა ფორმირება გაუკეთოს თქვენს კოორდინაციას, რათა დაიკარგოს მოძრაობების შებოჭილობა, რომელიც ხელს უშლის მეცადინეობას. ამ სიაში შედის: ბრუნები, ხელებზე დგომა, ბორბალი, კურბეტი, რონდადი.
  3. 3 ეს ფუნდამენტი არის აერობიკის ათვლის წერტილი. თუ არ ისწავლით ამათგან თუნდაც ერთ-ერთის გაკეთებას, მაშინ არ გაქვთ წინ წასვლის და რამე ნამდვილად ჭირებულის ათვისების შესაძლებლობა.
  4. 4 რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანზე დგება ინდივიდუალური მეთოდიკა, მაგრამ ყველა მათგანი აწყობილია კლასიკური სქემით, რომელიც შედგება 4 ეტაპისგან:
    პირველი ეტაპი - გააკეთეთ "შავი ვარიანტი", რაც გულისხმობს შიშის დაძლევასა და ელემენტის შინაარსის ჩაწვდომას. არ დანებდეთ. მთავარია საკუთარი თავის ერთხელ დაძლევა.
  5. 5 მეორე ეტაპი - ელემენტი გააკეთეთ ტექნიკურად. არა უბრალოდ ვალდებულების მოხდისთვის ან ჩამოშვებული სახელურებით, არამედ ტქნიკურად, ამ სიტყვის სრული გაგებით. მთავარი წესია: თითიეულ გამეორებაზე იფიქრეთ , ზუსტად რას აკეთებთ. მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია დაკავდეთ საკუთარი ფიზიკური მომზადებით: პრესი, სპორტულ ძელზე აწევა, აზიდვა და სხვა.
  6. 6 მესამე ეტაპი - ელემენტი დაიყვანეთ ავტომატურ შესრულებამდე. თქვენ გაივლით ამ ეტაპს, მაშინ, როცა შეძლებთ ელემენტის შიშის გარეშე გარკვევით შესრულებას: 10 ცდიდან 10 ჯერ.
  7. 7 მეოთხე ეტაპი - მიიყვანეთ ელემენტი სრულყოფილებამდე. ამ ეტაპმა შეიძლება დაიკავოს ძალიან დიდი დრო, ზოგიერთს ჭირდება მთელი ცხოვრება იმისათვის, რომ შეასრულოს ამოცანა. მოცემული ეტაპის ძირითადი მეთოდოლოგია - ელემენტის მრავალჯერადი გამეორება.
    საბოლოო ჯამში საჭიროა აღვნიშნო, რომ არსებობს სასწავლო მასალის დიდი არჩევანი, სადაც აღწერილია, როგორ უნდა გააკეთოთ ელემენტი, მითითებულია ყველაზე ხშირად დაშვებადი შეცდომები და მათი აღმოფხვრის მეთოდოლოგია.