როგორ დავკავდეთ კრივით - rogor.ge

როგორ დავკავდეთ კრივით

 

თავდაპირველად საჭიროა კარგი მწვრთნელის მოძებნა. ამოცანა ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ ის საკმაოდ რთული გადასაწყვეტია. კრივით დაკავების შემთხვევაში კვალიფიციურ მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული თქვენი ფიზიკური მდგომარეობა და პროგრესი ვარჯისისას, ვინაიდან კრივი საკმაოდ ტრავმატული სპორტის სახეობაა.

 

კარგი მწვრთნელი უნდა ფლობდეს დავალებების მოსწავლეებისათვის მარტივად ახსნის უნარს, არ უნდა ღიზიანდებოდეს და ყვიროდეს მაშინ, როცა რამე არ გამოდის. როგორც წესი, ყოფილი მოკრივეები, რომლებმაც დაასრულეს თავისი კარიერა დიდ რინგზე, იწყებენ მწვრთნელად მუშაობას. მწვრთნელის არჩევისას გკითხეთ მას, რა წარმატებებს მიაღწია თვითონ, რამდენი წელია რაც ასწავლის, რა წარმატებას მიაღწიეს მისმა მოსწავლეებმა. პასუხები ზემოთხსენებულ კითხვებზე დაგეხმარებათ კრივის სექციის არჩევაში.

 

თუ თქვენ რამე მიზეზის გამო ვერ შეძლებთ მწვრთნელლის პოვნას, დაიწყეთ დამოუკიდებლად ვარჯიში. ამისათვის დაგჭირდებათ კრივის გზამკვლევი, რომლის პოვნასაც მარტივად შეძლებთ უახლოეს წიგნის მაღაზიაში. გზამკვლევის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ავტორს. სასურველია, რომ ეს იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს რიგნგზე ბრძოლის და წვრთნის დიდი გამოცდილება. გზამკვლევის დეტალურად წაკითხვის შემდეგ, გადადით ვარჯიშზე. მაგრამ აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ვერცერთი წიგნი ვერ შეგიცვლით დარბაზში რეალურ მწვრთნელთან ვარჯიშს.

 

შეიძინეთ აუცილებელი აღჭურვილობა, რომელიც დაგეხმარებას ვარჯიშის პროცესის გამარტივებასა და სხეულის სუსტი ადგილების დარტყმებისგან დაცვაში. პირველ რიგში, ესენია კრივის ხელთათმანები (სასურველია 10 უნცია) და ბანდაჟი (ბინტი), რომლებიც დაიცავენ თქვენს ხელებსა და თითების ძვლებს. სასურველია, გაწელვადი ბანდაჟის შეძენა, რადგან მათი დახვევა გაცილებით მოსახერხებელია. ასევე დაგჭირდებათ ჩაფხუტი და კაპა. ჩაფხუტი დაგეხმარებათ წარბებისა და თავის ჭრილობებისგან, ხოლო კაპა ყბისა და კბილების დაცვაში. ვარჯიში უმჯობესია სპორტულ ტანსაცმელსა და კრივის სპეციალური ფეხსაცმლით, რომელიც დაიცავს თქვენს კოჭს დაზიანებისგან. გისურვებთ წარმატებებს!