როგორ ვისწავლოთ სკეიდბორდზე სრიალი - rogor.ge

როგორ ვისწავლოთ სკეიდბორდზე სრიალი

იმისათვის, რომ ისრიალოთ სკეიდბორდზე, ჯერ ისწავლეთ ბალანსის შენარჩუნება. უნდა იპოვოთ სხეულის ისეთი მდგომარეობა, რომ კორპუსის გადახრამ არ გამოიწვიოს თქვენი გადმოვარდნა სკეიდბორდიდან. სხეულის კუნთები არ უნდა იყოს დაძაბული. არ არის აუცილებელი პირველივე ჯერზე ქუჩაში ისრიალოთ. ვარჯიშის დაწყება სახლშიც შეგიძლიათ. დადგით სკეიდი სახლის იმ ნაწილში, სადაც არ არის იმის ალბათობა, რომ შეძლოთ რამის გადმოგდება და გატეხვა. დადექით სკეიდბორდზე და შეეცადეთ შეინარჩუნოთ წონასწორობა. გააკეთეთ მსუბუქი და მარტივი მოძრაობები.

როდესაც შიშს დაძლევთ, გადით სკვერში, სადაც ნაკლები ხალხია და არ არის მანქანები. საჭიროა იპოვოთ თანაბარი რელიეფი, სასურველია ასფალტის მოედანი, არა უწორმასწორო. გაიკეთეთ სამუხლეები და იდაყვების დამცავი. ასევე, არ დაგავიწყდეთ ჩაფხუტი. ერთი ფეხი დადგით დაფაზე, ხოლო მეორე ოდნავ წინ, წინა ბორბლებისგან ცოტათი მოშორებით. აამოძრავეთ სკეიდი მეორე ფეხით, რომელიც გიდგათ ასფალტზე. გააკეთეთ პატარა ბიძგი. როგორც კი სკეიდი აკრეფს სიჩქარეს, ფეხი დადგით დაფაზე. დაუკვირდით საკუთარ შეგრძნებებს, დაიცავით წონასწორობა და შეეცადეთ არ დავარდეთ.

გასაჩერებლად, ერთ-ერთი ფეხი გადმოდგით სკეიდიდან და გააჩერეთ ის. ამ ხერხის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა თანაბარ ზედაპირზე ხართ. ამიტომაც გასაჩერებლად უფრო საიმედო ხერხია გაჩერება დაფის გამოყენებით. ამისათვის კი საჭიროა გადაიხაროთ უკან, აიძულეთ დაფას აწიოს ცხვირი ზევით და გაზარდეთ დაწოლა დაფის უკანა მხარეზე. თქვენ შეძლებთ გაჩერებას.

ისწავლეთ მოხვევა სკეიდბორდზე. ამისათვის დადგით ასფალტზე რამე ნივთი და ივარჯიშეთ. შეეცადეთ იმოძრავოთ წრეზე. სკეიდზე მოხვევა შეიძლება იყოს როგორც მკვეთრი, ასევე თანაბარი. თანაბარი მოხვევისათვის ფეხი გადგით წინ, სკეიტის ცხვირზე და ფრთხილად გადახარეთ დაფა მარჯვნივ ან მარცხნივ. დააწექით დაფის უკანა მხარეს და აიძულეთ დაფას ცხვირის ზემოთ აწევა. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ბალანსი უკანა ბორბლებზე, ამავდროულად მოაბრუნეთ სკეიდის ცხირი საჭირო მიმართულებით, საითაც გსურთ მოხვევა.

გისურვებთ წარმატებებს ახალი ჰობის ათვისებაში.