როგორ ვისწავლოთ კარატე - rogor.ge

როგორ ვისწავლოთ კარატე

 

თუ გადაწყვიტეთ საბრძოლო ხელოვნების ამ სახეობის დამოუკიდებლად დაუფლება, მაშინ პირველ რიგში, აუცილებელია სპეციალური ილეთებისა და ფიზიკური ვარჯიშების საშუალებით საკუთარი სხეულის მომზადება. მოცემული ვარჯიშები შეიძლება შეიცავდეს საკუთარ თავში: - უშუალოდ ძალისმიერ დარტყმებზე მიმართული მომზადება: - გამძლეობასა და ნებისყოფის გამოსაწრთობი ვარჯიშები, რომლებიც ძალიან გამოგადგებათ საბრძოლო ხელოვნების ამ სახეობის დაუფლებისას. - სხეულის მოქნილობის განმავითარებელი ვარჯიშები, რომლებიც ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია აქ ჩამოთვლილ ვარჯიშებს შორის.

 

დასაწყისისათვის, სახლის პირობებში მომზადებისათვის დაგჭირდებათ სპეციალური აღჭურვილობით უზრუნველყოფილი შენობა, ე.გ. "საშინაო სპორტდარბაზი", სადაც თქვენ დახვეწავთ კარატეში გამოყენებულ დარტყმებსა და ილეთებს.

 

სპორტდარბაზი უნდა იყოს აღჭურვილი მინიმუმ: სპორტული ღერძით (ტურნიკით), "მსხლით" (გრუშა), ლეიბითა და სხვა სისტემებითა და აღჭურვილობით, რომლებიც დაგეხმარებათ ამ რთული ოსტატობის სწრაფად შესწავლაში. დამწყები კარატისტის წინაშე განსაკუთრებით მწვავედ დგას სხეულის მოქნილობის საკითხი (ვინაიდან, დარტყმები და ილეთები, რომლებიც გამოიყენება სპორტის ამ სახეობაში გულისხმობს ტრავმის დიდ საშიშროებას და ახალბედამ, რომელსაც არ აქვს კუნთები და მყესები საკმარის დონეზე განვითარებული, შეიძლება დაიშავოს საკუთარი თავი.

 

მოცემული პრობლემა გვარდება ვარჯიშის დროს სპეციალური ვარჯიშების სახეობების გამოყენებით, რომლებიც მიმართულია გაქვავებული კუნთებისა და მყესების გაჭიმვისაკენ, მათი ისეთი "ექსტრემალური " მოძრაობებისათვის მომზადება, რომლებიც გამოიყენება დარტყმების დროს.

 

ამგვარად, თუ გსურთ კარატეს ილეთების დაუფლება, მაშინ შეგიძლიათ მომემზადოთ სახლში, მაგრამ რაც შეეხება დარტყმებს, მათ დასახვეწად, გირჩევთ მიართოთ პროფესიონალ მწვრთნელს. ყოველ შემთხვევაში, ეს მეთოდი შედარებით უსაფრთხო იქნება, ვიდრე სახლში მარტო ვარჯიში.