როგორ მოვხვდეთ დიდ ფეხბურთში - rogor.ge

როგორ მოვხვდეთ დიდ ფეხბურთში

 

შეარჩიეთ მოედანზე ის პოზიცია, რომელიც თქვენთვის მეტად მოსახერხებელია. მწვრთნელების მოვალეობაში შედის თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეეების კონტროლი, თუ თქვენ გრძნობთ, რომ ვერ იღებთ სათანადო მითითებებს მწვრთნელისგან, მაშინ უმჯობესი იქნება გადახვიდეთ სხვა გუნდში, სადაც სათანადო ყურადღებას მოგაქცევენ. მოუსმინეთ რეკომენდაციებს.

 

შეიმუშავეთ ვარჯიშის სისტება კუნთოვან მასაზე და გულის გასამაგრებლად, რომელიც საჭიროა თქვენს პოზიციის სათამაშოთ. ყურადღება გაამახვილეთ მოცემული გეგმის შესრულებაზე. მთელი კარიერის განმავლობაში მოთამაშე ვალდებულია შეინარჩუნოს მაღალი ფიზიკური აქტივობა და კორდინაცია, რომ აიცილოს ტვარმები და გაიხანგრძლივოს კარიერა. ყოველი პოზიცია მოითხოვს გამორჩეულ აღნაგობას და ფიზიკურ მომზადებას.

 

ივარჯიშეთ ყოველ დღე. უპირველეს ყოვლისა ფეხბურთი - ფსიქოლოგიური თამაშია. მცველი უმოქმედო იქნება თუ ვერ შეძლებს შესაბამის თამაშს "მეორე სართულზე", თუ ვერ მოუმატებს სისწრაფეს საჭირო მომენტში. შეიმუშავეთ თამაში თქვენს პოზიციაზე რაც შეიძლება ხშირად. გამოიყენეთ სხვადასხვა რესურსები სათამაშო ტექნიკის დასახვეწად - წიგნები, ინტერნეტი, ჟურნალები. შეისწავლეთ და არ შეწყვიტოთ განვითარება.

 

არ გამოტოვოთ არასდროს თამაში. განავითარეთ თქვენი ტექნიკა ყოველი ვარჯიშის და თამაშის დროს. თამაშის და პრაქტიკის ნაკლებობამ შეიძლება დამღუპველად იმოქმედოს თქვენს პროფესიულ და სპორტულ კარიერაზე.

 

რაც შეიძლება ხშირად მიდით პროფესიონალური გუნდის ჩვენებებზე. აჩვენეთ მწვრთნელთა შტაბს, რა შეგიძლიათ. მოისმინეთ რეკომენდაციები და შეასწორეთ თქვენი შეცდომები. რაც უფრო სწრაფად დახვეწავთ თქვენს ოსტატობას, მით უფრო მეტი შანსი გექნებათ მოხდეთ დიდ ფეხბურთში.